მსოფლიო
დონადლ ტრამპი ნატო-ს მხარს უჭერს
ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნატო-ს მხარს მთლიანად უჭერს.
ამის შესახებ ტრამპმა ფლორიდაში, ამერიკის საჰაერო-სამხედრო ბაზის სამხედროებთან შეხევდრაზე განაცხადა.
ამასთან, ამერიკის ლიდერმა აღნიშნა, რომ აუცილებელია ალიანსის წევრმა ყველა ქვეყანამ ნატოს წინაშე, მათი წილი ფინანსური ვალდებულება შეასრულონ.
„ჩვენ ნატოს ცალსახად ვუჭერთ მხარს. უბრალოდ ვითხოვთ, რომ ნატოს ყველა წევრმა ფინანსური ვალდებულება მთლიანად შეასრულონ. მათგან დიდი ნაწილი ამას არ აკეთებს. ბევრი მათგანი კი, ამ ვალდებულების შესრულებასთან ახლოსაც კი არ არის“,-განაცხადა ტრამპმა.
ერთი დღით ადრე, ნატოს გენერალურ მდივანთან გამართული სატელეფონო საუბრისას ტრამპმა განაცხადა, რომ მზად არის ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერებს მაისში, ევროპაში შეხვდეს.
თეთრი სახლის განცხადებით, ტრამპმა და სტოლტენბერგმა „განიხილეს, თუ როგორ შეიძლება მოხერხდეს, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა საკუთარი ფინანსური ვალდებულებები შეასრულონ“.
წინასაარჩევნო კამპანიის დროს, დონალდ ტრამპი აცხადებდა, რომ ნატო მოძველებული სამხედრო კავშირია, რომელმაც საკუთარი როლი დაკარგა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


