უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

17 აპრილი, 2025 17:02
font-size

დოიაშვილს პოლიტიკაში მოსვლა თუ უნდა, შეუძლია, მიიღოს ეს გადაწყვეტილება - კახა კალაძე

შეიძლება, ადამიანს განსხვავებული შეხედულება ჰქონდეს, ეს ჩემთვის იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მტრები ვართ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, სადაც ის გამოეხმაურა ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლების საკითხს.

კახა კალაძის თქმით, პოლიტიკურად განსხვავებული პოზიცია და პროტესტიც მისთვის მისაღებია, თუმცა სადაც ხარ, იქ უნდა იმუშაო და კონკრეტულ მიმართულებას მიხედო.

„განსხვავებული აზრი უამრავ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს. ჩემს უწყებაშიც არიან ადამიანები, რომლებსაც პოლიტიკურ საკითხებზე განსხვავებული მოსაზრება აქვთ. შეუძლებელია, რომ ყველას ერთნაირი აზრი ჰქონდეს. რაც შეეხება დოიაშვილის მოხსნას, არ ვიცი, ამის საფუძველი რა იყო. თუმცა რასაც ბოლო თვეების განმავლობაში ვუყურებ, ვიტყვი, რომ დოიაშვილს პოლიტიკაში მოსვლა თუ უნდა, შეუძლია, მიიღოს ეს გადაწყვეტილება. თუ ხარ იქ, სადაც ხარ, მაშინ უნდა იმუშაო და იმ კონკრეტულ მიმართულებას მიხედო. პროტესტი ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ იმუშაო, არ გააკეთო შენი გასაკეთებელი.

წლების განმავლობაში დავით დოიაშვილი სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს სათავეში ედგა. შეიძლება, ადამიანს განსხვავებული შეხედულება ჰქონდეს, ეს ჩემთვის იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მტრები ვართ. თქვენ ნუ უყურებთ იმ რადიკალურ დაჯგუფებებს, დღეს ქუჩაში რომ არიან წარმოდგენილი აგენტურის სახით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს კულტურის სამინისტრომ ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით გუშინ განცხადება გაავრცელა. ცოტა ხნის შემდეგ დოიაშვილმა თეატრთან შეკრებილებს განუცხადა: „ყველაფერი ჩემთვის ნათელია, არ ვიცი, ხვალ მე რა პერფორმანსი, ან სპექტაკლი უნდა გავაკეთო, ან რა უნდა შევქმნა ამაზე დიდი, ვიდრე ის ისტორია, რაც მაჩუქა ღმერთმა“.

მოგვიანებით კი თეატრის დასის წევრებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც აღნიშნავენ, რომ წინსვლასა და განვითარებას დავით დოიაშვილის ხელმძღვანელობის გარეშე ვერ ხედავენ.

საკვანძო სიტყვები:

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი

17 მარტი, 2026 , 17:31

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „არ ვიცი, რა

მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 15:27

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   პრემიერ-მინისტრი კავ

უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი

17 მარტი, 2026 , 12:56

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი

17 მარტი, 2026 , 11:24

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - ამის შესახებ მედიას კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო ასპანიძემ განუცხადა.  „პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლ

ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე

17 მარტი, 2026 , 10:50

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვითარება კვლავ ძალიან რთული და საყურადღებოა. მინისტრის თქმით, ამ მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნ

თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე

9 მარტი, 2026 , 15:42

ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს, როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი