უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

25 იანვარი, 2017 16:15
font-size

დნესტისპირეთის საკითხის რეფერნდუმზე გადაწყდება - იგორ დოდონი

მოლდოვას პრეზიდენტის იგორ დოდონის განცხადებით, დნესტისპირეთის საკითხი საყოველთაო რეფერენდუმზე გადაწყდება.

ამის შესახებ დოდონმა კიშინიოვში, ქვეყნის პირველი პირის სტატუსით გამართული პირველი პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

„ვფიქრობ, დნესტიპირეთის საკითხის დარეგულირებაში პრეზიდენტს, პარლამენტსა და მთავრობას უთანხმოება არ უნდა ჰქონდეთ. უნდა მივიღოთ ისეთი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც საყოველთაო რეფერენდუმის დროს დამტკიცდება“,-აღნიშნა დოდონმა.

მოლდოვას პრეზიდენტმა ქვეყნის პარლამენტსა და მთავრობას მოლდოვას გაერთიანებისთვის „ერთიანი პლატფორმის“ შექმნა შესთავაზა.

მისი თქმით, არაღირებული დნესტიპირეთის ე.წ რესპუბლიკის ლიდერთან შეხვედრაზე კონკრეტული შედეგი იქნა მიღწეული: კერძოდ, დნესტისპირეთიდან გასვლის პროცედურა გამარტივდა, ასევე იგეგმება „დოკუმენტის პაკეტის ხელმოწერა, რომელიც უპასუხებს დნესტრის ორივე ნაპირზე მცხოვრები მოსახლეობის ინტერესებს“.

2016 წლის ოქტომბერში მოლდოვაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად პრორუსმა კანდიდატმა იგორ დოდონმა გაიმარჯვა.

იგორ დოდონი არჩევნებამდე არ მალავდა, რომ მისთვის რუსეთთან თანამშრომლობა პრიორიტეტს წარმოადგენდა. იგი აცხადებდა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში რუსეთთან ეკონომიკურ კავშირს სრული მოცულობით აღადგენდა, რეფერენდუმის ჩატარების გზით ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას გააუქმებდა და ქვეყანას მართლმადიდებლობაზე დაყრდნობით განავითარებდა.

ქვეყნის ლიდერად არჩევის შემდეგ, მან პირველი ვიზიტი სწორედ რუსეთში განახორიციელა.

გარდა ამისა, რამდენიმე კვირის წინ, დოდონმა განაცხადა, რომ ყირიმი დე-ფაქტო რუსეთის ნაწილია.

მონიკა დავლიანიძე

ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“

23 მარტი, 2026 , 10:42

ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. როგორც მედია იუწყება, დედაქალაქის სხვადასხვა ნაწილში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადე

სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი

12 მარტი, 2026 , 09:17

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ ომის დასრულების ერთადერთი გზა „ირანის ლეგიტიმური უფლებების“ აღიარებაა. „რუსეთისა და პაკისტანის ლიდერებთან საუბრისას მე კიდევ ერთხელ დავადასტურე ირანის ერ

საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი

12 მარტი, 2026 , 09:09

საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურის განადგურება ძალიან მოკლე დროში, დაახლოებით ერთ საათში, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. თეთრ სახლში ჟურნალისტ

ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი

10 მარტი, 2026 , 09:12

ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.   მისივე თქმით, გარდა ამი

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა

9 მარტი, 2026 , 09:24

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა იმ ფონზე, როცა ირანსა და აშშ-ისრაელს შორის ომის ესკალაცია ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვების ხანგრძლივი შეფერხების შიშს იწვევს, - ინფორმაციას BBC-ი&nb

ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს

9 მარტი, 2026 , 09:00

ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა მის შემცვლელად აირჩიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, 56 წლის მო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი