მსოფლიო
ჯონათან ალენის თქმით, რუსეთს საერთაშორისო სამართლის დარღვევის გამოცდილება აქვს
რუსეთს საერთაშორისო სამართლის დარღვევის გამოცდილება აქვს, რაც ჩვენ ვიხილეთ ყირიმსა და საქართველოში, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა ჯონათან ალენმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე.
ალენის თქმით, რუსეთი სამოქალაქო მოსახლეობის სიცოცხლეს უგულებელყოფს. ის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის სერგეი სკრიპალის მოწამვლის უკანაც რუსეთს ხედავს.
„იმის გათვალისწინებით, რომ ეს ნივთიერება რუსეთში იყო დამზადებული და რუსეთის სახელმწიფოს დაგეგმილი მკვლელობების გამოცდილება აქვს, მათ შორის დაზვერვის ყოფილი თანამშრომლების, რომლებსაც ისინი ლეგიტიმურ სამიზნედ მიიჩნევენ, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ დაასკვნა, რომ დიდი ვარაუდი იყო იმისა, რომ რუსეთი ამის უკან იდგა,“-განაცხადა ალენმა.
როგორც ალენმა აღნიშნა, მათ მიმართეს რუსეთის მთავრობას, განმარტება გაეკეთებინა, თუმცა მათ არანაირი განმარტება არ გაუკეთებიათ. ალენის თქმით, მათ სხვა ალტერნატივა არ დარჩენიათ, გარდა იმისა, რომ დაგვესკვნა რუსეთი იყო პასუხისმგებელი ამ ინციდენტზე, რომლითაც გაეროს წესდების მე-2 მუხლი დაირღვა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის სერგეი სკრიპალის მოწამვლასთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთი 23 რუს დიპლომატს გააძევებს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ, გუშინ, ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ცირა გურგენიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


