მსოფლიო
ჯონ კერიმ ისრაელის მთავრობა პალესტინის ტერიტორიაზე დასახლებების მშენებლობისთვის გააკრიტიკა
ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ისრაელი პალესტინის ტერიტორიაზე დასახლებების მშენებლობის გამო გააკრიტიკა.
საბანის ფორუმზე, სადაც ტრადიციულად ისრაელისა და ამერიკის მთავრობების წარმომადგენლები ხვდებიან ერთმანეთს, ჯონ კერიმ აღნიშნა, რომ პალესტინის ტერიტორიაზე დასახლებების შნებელობა მშვიდობიან პროცესს წინააღმდეგობას უქმნის.
„თავის მოტყუება და რეალობის იგნორირება საჭირო არ არის. განცხადებები, რომ ისრაელის ქმედებას შედეგი არ მოჰყება, არასწორია“,-აღნიშნა კერიმ.
ამასთან, კერიმ ისრაელელი მინისტრები ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის პროცესის დარღვევაში დაადანაშაულა.
„ისრაელის ამჟამინდელი მთავრობის ნახევარზე მეტმა მინისტრმა, საჯაროდ განაცხადა, რომ პალესტინის სახელმწიფოს დანახვა არ სურთ და რომ ის არ იქნება“,-აღნიშნა კერიმ.
ფორუმში ვიდეოკავშირის მეშვეობით, ბენიამინ ნეთანიაჰუმაც მიიღო მონაწილეობა, რომელმაც აღნიშნა, რომ პალესტინის ტერიტორიაზე დასახლებების მშენებლობა მშვიდობიან პროცესს ხელს არ უშლის.
ამასთან მან არაბეთის ქვეყნებს მოუწოდა ისრაელი, როგორც სახელმწიფო, აღიარონ.
საპასუხოდ კერიმ ეჭვი გამოთქვა, რომ ეს აღიარება პალესტინელებთან შერიგების გარეშე მოხდეს.
„წინსვლა, ან სეპარატული მშვიდობა არაბულ სამყაროსთან ვერ იქნება, სანამ პალესტინის პროცესი და პალესტინასთან შერიგება არ მოხდება“,-აღნიშნა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა.
მონიკა დავლიანიძე
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


