კომენტარი
ჯობდა ამერიკის პრეზიდენტს ეს განცხადება გაცილებით ადრე გაეკეთებინა - ვახტანგ ძაბირაძე
ქართველი ექსპერტები გამოეხმაურნენ ამერიკის პრეზიდენტის ბარაქ ობამას განცხადებას, რომლის მიხედვით, რუსეთი საქართველოში გაყინულ კონფლიქტს აწარმოებს.
აღნიშნული განცხადება ამერიკის ლიდერმა იტალიის პრემიერ-მინისტრთან ერთობლის პრესკონფერენციაზე რუსეთის აგრესიაზე საუბრისას გააკეთა.
რამაზ საყვარელიძის შეფასებით, ობამას განცხადება ნიშნავს იმას, რომ დასტურდება ის, რასაც საქართველო იძახის მრავალი წლის განმავლობაში.
„საქართველოსთვის ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რასაც ადრე იძახდა თვითონ საქართველო, რომ რუსეთმა შექმნა ეს კონფლიქტი და რუსეთი ცდილობს, რომ გაყინოს ეს კონფლიქტი. პრაქტიკულად, ამით საქართველოს პოზიცია არ იცვლება, უბრალოდ მას მეტი პარტნიორი ეყოლება უცხოეთში, დასავლეთში“,- განაცხადა მედიასთან საუბარში საყვარელიძემ.
სოსო ცისკარიშვილი ყურადღებას ობამას ადმინისტრაციის ინიციატივაზე ამახვილებს, რომელიც რუსეთ-ამერიკის ურთიერთობის გადატვირთვის ფორმატს შეეხებოდა.
„იყო გადატვირთვის ფორმატი ამერიკასა და რუსეთს შორი, რაც ბატონი ობამას იდეა იყო. რასაკვირველია, ხმამაღლა არა, მაგრამ გულში ყველანი უკმაყოფილონი დავრჩით ასეთი ფორმატის შემოღების, რადგან ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, რომ რაიმე პოზიტიური შედეგი ასეთ ფორმატს არ ექნებოდა“,- აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.
ვახტანგ ძაბირაძე აღნიშნავს, რომ ჯობდა მსგავსი შინაარსის განცხადება ამერიკის ლიდერს გაცილებით ადრე გაეკეთებინა.
მისივე თქმით, დასავლეთისთვის საქართველოს კონფლიქტი საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ რუსეთის წინააღმდეგ უფრო მომთხოვნი პოზიცია გაეტარებინა „სამწუხაროდ, ჯობდა ეს განცხადებები ცოტა ადრე გაეკეთებინა და გადატვირთვის პოლიტიკის ნაცვლად უფრო სხვაგვარი პოლიტიკა გატარებულიყო რუსეთის მიმართ. საქართველოს კონფლიქტები არ გახდა საკმარისი არც ამერიკისთვის და არც მთლიანად ევროპისათვის, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი და მომთხოვნი პოზიცია დაეკავებინათ“,-აღნიშნა ძაბირაძემ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


