კომენტარი
„ჯაველინი“ მიმართულია არა ვინმეს საწინააღმდეგოდ, არამედ რომ ჩვენი განვითარების შესაძლებლობები გაფართოვდეს - ირაკლი სესიაშვილი
პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ ამერიკის მხრიდან საქართველოსთვის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემის გადაცემა ქვეყნის თავდაცვის სფეროში ახალი სიტყვაა.
სესიაშვილი აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ამ შემთხვევაში საქართველოს პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატებია.
„ეს ხელშეკრულება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებსა და მოკავშირეობას ხაზს უსვამს. ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენი ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები მნიშვნელოვანია. მინდა, თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას მადლობა გადავუხადო, რომელსაც ამერიკაში წარმატებული ვიზიტი ჰქონდა. ეს სისტემა მიმართულია არა ვინმეს საწინააღმდეგოდ, არამედ იმისათვის, რომ საქართველო იყოს მშვიდობიანი, სტაბილური და ჩვენი განვითარების შესაძლებლობები გაფართოვდეს. პროცესი გაგრძელდება, ენერგიასა და რესურს არ დავიშურებთ. ეს სისტემა ვინმეს წინააღმდეგ არ არის მიმართული, რადგან თავდაცვის საშუალებაა“,- აღნიშნა სესიაშვილმა.
ამერიკის თავდაცვის უსაფრთხოებოს სააგენტომ კონგრესს აცნობა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთის „ჯაველინის“ ტიპის სარაკეტო დანადგარების მიყიდვას მხარი დაუჭირა.
საუბარია 410 რაკეტაზე, 72 დანადგარსა და სასწავლო მოდელებზე, რომელთა საერთო ღირებულება 75 მილიონი დოლარია.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


