კომენტარი
ჯარიმებმა იმიტომ არ იმუშავა, რომ „დიფ სთეითი` აგროვებდა ფულს და აქციის მონაწილეებს ეუბნებოდა, წადი, მე გადავიხდიო - თენგიზ შარმანაშვილი
ჯარიმებმა იმიტომ არ იმუშავა, რომ „დიფ სთეითი" აგროვებდა ფულს და აქციის მონაწილეებს ეუბნებოდა, წადი, მე გადავიხდიო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„მოწოდებები, ადმინისტრაციული დაკავებები, ჯარიმები არ აღმოჩნდა ქმედითი. მაინც გრძელდება კანონის დარღვევა. რა თქმა უნდა, სახელმწიფო ამას გულგრილად ვეღარ შეხედავს და მიიღებს უფრო ქმედით ზომებს საკანონმდებლო დონეზე, რათა კანონი აღსრულდეს. ეს არ არის მიმართული კანონმორჩილი ადამიანების წინააღმდეგ. შეიკრიბება ის რაოდენობა ადამიანებისა, ვისაც შეუძლია, რუსთაველი გადაკეტოს?! გადაკეტონ, პოლიცია ამაში დაეხმარება და მოძრაობასაც მოაწესრიგებს, მაგრამ არის მცირე რაოდენობა, რომელიც ტროტუარსაც ვერ ავსებს და როცა მოესურვებათ გზას კეტავენ. მე ამასწინათ შევთავაზე ერთი ექსპერიმენტი - ერთი ასი კაცი წავიდეს საქართველოდან, ყველამ შევუგროვოთ ფული, პარიზში, ან ბერლინში, ქალაქი თავად აირჩიონ, ცენტრალური პროსპექტი გადაკეტონ და რით დამთავრდება მერე ვიხილავთ“, - განაცხადა შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსში რიგი ცვლილებები შევა. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


