უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

6 ნოემბერი, 2025 15:12
font-size

ჯანსაღად მოაზროვნე ხალხი საკუთარ თავში ეძებს მარცხის მიზეზს, ეს უსამშობლოები კი ხალხს აბრალებენ ყველაფერს - კახა კალაძე

როდესაც რაღაცას არასწორად აკეთებ, რაღაც არ გამოგდის, შეცდომას უშვებ, ნორმალური ადამიანი აკეთებს ანალიზს. ეს ოპიზიციური, უსამშობლო ადამიანების წარმომადგენლები კი ქართველ ხალხს აბრალებენ ყველაფერს, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციის მიერ თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტი „შემოგდებული რუსული სპეცოპერაცია იყო“.

„მგონი, ჩვენ არ უნდა დავკავდეთ მათი განცხადებების შეფასებებით. შედეგი ხომ ყველამ კარგად ვიცით. ის, რომ მათ არ მიიღეს მონაწილეობა საპარლამენტო ცხოვრებაში, ეს იყო ძალიან დიდი მარცხი მათთვის; ის, რომ არჩევნებში ვიღაცებმა არ მიიღეს მონაწილეობა, ვიღაცებმა კი მიიღეს, ესეც, რა თქმა უნდა, დამანგრევლი იყო მათთვის. როდესაც რაღაცას არასწორად აკეთებ, რაღაც არ გამოგდის, შეცდომას უშვებ, ნორმალური ადამიანი აკეთებს ანალიზს. ყველგან ასეა, ბიზნესში, სპორტში, პოლიტიკაში, მით უმეტეს. როდესაც რაღაცას აკეთებ და შედეგს ვერ იღებ, ჯანსაღად მოაზროვნე ხალხი ჯდება და ფიქრობს, რა იყო ის მიზეზი, რამაც აქამდე მიიყვანა. პირველ რიგში, საკუთარ თავში ეძებენ მიზეზს ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანები.

ჩვენ თუ გადავხედავთ ამ ოპოზიციური, უსამშობლო ადამიანების წარმომადგენლებს, ქართველ ხალხს აბრალებენ ყველაფერს, ყველაფერში დამნაშავე არის ქართველი ხალხი, თვითონ ყველაფერს საუკეთესოდ აკეთებენ, ყველაფერს საუკეთესოდ ალაგებენ, მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხია დამნაშავე. ეს არის დღევანდელი მოცემულობა. როდესაც შენ ხარ უსამშობლო, ხარ აგენტი, როდესაც გარედან იღებ დავალებას, ასეთი პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკოსები განწირულები არიან მარცხისთვის და ვერასდროს შედეგს ვერ მიიღებენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საკვანძო სიტყვები:

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი

17 მარტი, 2026 , 17:31

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „არ ვიცი, რა

მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 15:27

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   პრემიერ-მინისტრი კავ

უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი

17 მარტი, 2026 , 12:56

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი

17 მარტი, 2026 , 11:24

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - ამის შესახებ მედიას კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო ასპანიძემ განუცხადა.  „პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლ

ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე

17 მარტი, 2026 , 10:50

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვითარება კვლავ ძალიან რთული და საყურადღებოა. მინისტრის თქმით, ამ მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნ

თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე

9 მარტი, 2026 , 15:42

ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს, როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი