კომენტარი
ჯანი ბუკიკიოს მიერ ოპოზიციური პარტიების მიმართ გაგზავნილი წერილი ჩვეულებრივი, სტანდარტული, დიპლომატიური განცხადებაა - ირმა ინაშვილი
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ირმა ინაშვილის შეფასებით, ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ჯანი ბუკიკიოს მიერ ოპოზიციური პარტიების მიმართ გაგზავნილი წერილი ჩვეულებრივი, სტანდარტული, დიპლომატიური განცხადებაა.
როგორც ინაშვილმა განაცხადა, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრის დრო დასრულდა და ყოველგვარი რესურსი ამოიწურა.
„შენ დაწერე, შენ წაიკითხე, შენ მოუსმინე, შენ დაუჭირე მხარი - ამას „ქართული ოცნება“ აკეთებს, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებს თვითონ ისმენს, თვითონ იწონებს, თვითონ უჭერს მხარს და შემდეგ გეუბნება, რომ მოდი ვილაპარაკოთ. რამდენიმე თვის განმავლობაში კინკლაობა მიდის. ოპოზიცია მზადაა, დიალოგში მონაწილეობა მიიღოს იმ შემთხვევაში, თუ უმრავლესობა მზადაა იმისთვის, ამ დიალოგზე წამოვიდეს. საუბრის დრო დასრულდა და ყოველგვარი რესურსი ამოიწურა", - აღნიშნა ინაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას.
,,საქართველოს პატრიოტების’’ წევრი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ჯერ ქვეყნის შიგნით უნდა შეთანხმდნენ და პოლიტიკურ პარტიებს შემდეგ უნდა აინტერესებდეთ, ვენეციის კომისია რას იტყვის.
„ჩვენ შიგნით არ ვიყავით შეთანხმებული და ვამბობდით, რომ ვენეციის კომისიაში წავიდეთ და რასაც ის გვეტყვის, გავითვალისწინოთ. უმრავლესობა ჯერ ოპოზიციასთან უნდა შეთანხმებულიყო და მზა დოკუმენტაციით წავსულიყავით ვენეციის კომისიაში. ბუკიკიოს წერილი ჩვეულებრივი, სტანდარტული, დიპლომატიური განცხადებაა" - განაცხადა ინაშვილმა.
ჯანი ბუკუკიოს განცხადებით, კონსტიტუციაზე კონსენსუსი მიღწეული უნდა იყოს საქართველოს პოლიტიკურ ძალებს შორის. ამის შესახებ ნათქვამია ვენეციის კომისიის პრეზიდენტის წერილში.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


