კომენტარი
დიმიტრი საძაგლიშვილი ნიკა გვარამიას დაკავებას არ გამორიცხავს
ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის მონაწილეობით შემდგარი შეხვედრის ფარული აუდიო ჩანაწერის სრული ვერსია განადგურებულია, თუმცა სანამ მისი განადგურება მოხდებოდა, ჩანაწერის მოპოვება უკანონოდ მოხდა.
ადვოკატის ინფორმაციით, მას მოსმენილი აქვს ჩანაწერის სრული ვერსია და აქედან გამომდინარე, აქვს ინფორმაცია, რომ გავრცელებული აუდიო ჩანაწერი, რომლის ავთენტურობაც შს სამინისტრომ დაადასტურა, მონტაჟია და მასში არაა ასახული ყველა ის დეტალი, რასაც რეალურად ადგილი ჰქონდა შეხვედრისას.
”ჩანაწერის სრული ვერსია ბუნებაში აღარ არსებობს. როდესაც მოხდა მისი ჩაწერა. მე როგორც ”რუსთავი 2”-ის ადვოკატს, მომასმენინა ნიკა გვარამიამ, ვინაიდან შეიძლება გამოგვეყენებინა მტკიცებულებად, თუმცა მას შემდეგ, რაც მოვისმინეთ შინაარსი, მივიჩნიეთ რომ მტკიცებულებად არ გამოგვადგებოდა, არაფერში გვჭირდებოდა და სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება გაგვენადგურებინა. უბრალოდ, ვიდრე განადგურდებოდა, უკანონოდ მოხდა ან ნიკა გვარამიას კომპიუტერულ სისტემაში შეღწევა და მოპარვა ამ ჩანაწერის, ან სხვა ფორმით განხორციელდა ამ ჩანაწერის მოპარვა და შემდეგ აღმოჩნდა იუთუბზე”, - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ელოდება თუ არა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ადვოკატი ნიკა გვარამიას დაკავებას, საძაგლიშვილმა აღნიშნა, რომ ის არაფერს გამორიცხავს.
”აშკარაა, ხელისუფლება მზადაა გადადგას ნებისმიერი უკანონო ნაბიჯი, ”რუსთავი 2”-ის ხელში ჩასაგდებად და ერთ-ერთი ასეთი უკანონო ნაბიჯი შეიძლება იყოს ნიკა გვარამიას დაკავება”, - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


