კომენტარი
„დიფ სთეითი“ ჯერ არ დამარცხებულა, მას ღრმად აქვს ფესვები გადგმული არამხოლოდ საქართველოში - კახა კალაძე
„დიფ სთეითი“ ჯერ არ დამარცხებულა, მას ღრმად აქვს ფესვები გადგმული არამხოლოდ საქართველოში, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე აშშ-ის კონგრესში „მეგობარი აქტის“ განხილვას.
მისივე თქმით, აგენტურულმა ქსელმა არაერთხელ სცადა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა.
„წლების განმავლობაში ასეულობით მილიონი იხარჯებოდა, შეექმნათ აგენტურული ქსელი, რომ როცა დასჭირდებათ მოაწყონ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებები, რისი მცდელობაც საქართველოში ბევრჯერ ჰქონდათ. ეს ყველაფერი ფინანსდებოდა „ნეფით“ , USAID-ით და სხვადასხვა ფონდით. „დიფ სთეითი“ არ არის დამარცხებული. ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ვიცავთ. თუ ტრამპი მოახერხებს მის დამარცხებას, ამას მხოლოდ მივესალმებით და ეს ჩვენზეც აისახება. არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რაც არ უნდა დიდი ქვეყანა იყოს, რომ ჩვენი ინტერესები ფეხქვეშ გათელოს და გამოიყენოს ისე, როგორც მაგალითად, უკრაინა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის განმარტებით, ქართული მხარე მიესალმება ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დაწყებას.
„არაერთხელ გაგვიჟღერებია, რომ ურთიერთობების გადატვირთვას და ახალი ფურცლიდან დაწყებას მივესალმებით. ჩვენთვის და არც მათთვის არ არის მიღებული არსებული ვითარება. წინა ადმინისტრაცია თეთრზე შავს გვეუბნებოდა, გაჟღერებული იყო სიცრუის პროპაგანდით. გვინდა, ეს ყველაფერი დასრულდეს. ურთიერთობა იყოს მეგობრული, პარტნიორული, ორმხრივი. მიუღებელია, დიდი სახელმწიფო, როგორიც მაგალითად, ამერიკაა ზემოდან უყურებდეს მასზე პატარა სახელმწიფოს, რომელსაც აქვს დიდი ტრადიციები და კულტურა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა „მეგობარ აქტს“ დღეს განიხილავს. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „მეგობარ აქტს“ 27 მარტს დაუჭირა მხარი.
„მეგობარი აქტი“ საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებისთვის სანქციებსა და სავიზო შეზღუდვებს ითვალისწინებს. კერძოდ, მოიცავს შემდეგ დებულებებს: დაიწყოს აშშ-საქართველოს ურთიერთობების სრული გადახედვა, მათ შორის ყველა დახმარების პროგრამის; აღიარებული იქნეს ქართველი ხალხის მხარდაჭერა ქვეყნის კონსტიტუციით განმტკიცებული ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებისადმი ვალდებულების მიმართ; მოითხოვს აშშ-ის პრეზიდენტისგან სანქციების დაწესებას „ქართული ოცნების“ ოფიციალურ პირებსა და მათ ხელშემწყობებზე, რომლებიც კორუფციაში იყვნენ ჩართულნი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან გადახვევის მიზნით, ძირს უთხრიდნენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ან ჩართულნი იყვნენ სხვა კორუფციულ ქმედებებში, რაც ზიანს აყენებს საქართველოს სტაბილურობას; გააძლიერებს ხალხთა შორის კავშირებსა და თავდაცვით თანამშრომლობას, როდესაც საქართველო კვლავ იმოქმედებს საკუთარ კონსტიტუციურ მოთხოვნების მიხედვით; გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სრული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი რუსეთის უკანონო ოკუპაციის პირობებში; მხარს დაუჭერს სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც იცავს ქართველ ხალხსა და საქართველოს კონსტიტუციას „ქართული ოცნების“ მთავრობის მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისგან.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


