უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

13 ნოემბერი, 2017 17:45
font-size

დიდი მადლობა იმ შეთავაზებისთვის რომელიც მივიღე, თუმცა ამ ეტაპზე მცირე შესვენება მნიშვნელოვანია - ირაკლი ლექვინაძე

თბილისის ყოფილი მერის დავით ნარმანიას მოადგილე ირაკლი ლექვინაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც თითოეულ ადამიანს უხდის მადლობას, რომელთანაც მას მერიაში მუშაობის დროს მოუწია თანამშრომლობა თუ შეხვედრა.

ამასთანავე, ლექვინაძემ დედაქალაქის მოქმედ მერს კახა კალაძეს წარმატებას უსურვებს.

ირაკლი ლექვინაძე მადლობას იხდის იმ შემოთავაზებისთვის, რომელიც მიიღო, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე მისთვის დასვენებაა მნიშვნელოვანი.

„უფლებამოსილების ამოწურვასთან დაკავშირებით დასრულდა ჩემი 32 თვიანი მუშაობის პერიოდი თბილისის მერიაში. ეს იყო გამოწვევებით, პრობლემებით და საინტერესო პროექტებით დატვირთული პერიოდი.

მინდა მადლობა გადავუხადო დავით ნარმანიას, ბრწყინვალე ადამიანს, მეგობარს და პროფესიონალს, დახარჯული შრომისთვის, მოთმინებისთვის და გვერდით დგომისთვის.

მადლობა მინდა გადავუხადო ყველა თბილისელს მიეხედავად იმისა იყო ჩვენი მხარდამჭერი თუ ოპონენტი, მათი მოქმედება, მოსაზრება, მხარდაჭერა, კრიტიკა, ყოველთვის დიდი სტიმული იყო.

მინდა მადლობა გადავუხადო წინა მოწვევის საკრებულოს ყველა წევრს ბატონ გიორგი ალიბეგაშვილის ხელმძღვანელობით, ჩვენი გუნდი ყოველთვის გვაძლიერებდა, ოპონენტებთან დისკუსია კი ყოველთვის საინტერესო იყო.

მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებს, მთავრობის წევრებს, დეპარტამენტების და სხვადასხვა სამსახურების ხელმძღვანელებს, მერიის ყველა თანამშრომელს, სპეციალისტებს, ჩემს ბრწყინვალე აპარატს, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს ხელმძღვანელობიდან დაწყებული ავტობუსის მძღოლებით და მეტროს მემანქანეებით დამთავრებული. ამ ადამიანებთან ურთიერთობამ ბევრი რამ მასწავლა და ცხოვრებისეული გამოცდილება გამიმდიდრა.

დიდი მადლობა ყველა პარტნიორ სახელმწიფო უწყებას, ბიზნეს სექტორის, არაამთავრობო სექტორის, აკადემიური სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მათთან ერთად და მათი მხარდაჭერით შევძელით რიგი საინტერესო პროექტების განხორცილება.

განსაკუთრებული მადლობა ქართული მედიას და ჟურნალისტებს, მიუხედავად ბევრი კრიტიკისა ჩვენ ყოველთვის ფორმაში გვამყოფებდნენ და გვერდში გვედგნენ. შეძლებისდაგვარად ვცდილობდი უპასუხოდ არ დამეტოვებინა არც ერთი რთული შეკითხვა მადლობა ჩემს მშობლებს და ოჯახის წევრებს მოთმინებისთვის, რადგან მერიის მიმართ გამოქთმულ მცირე შენიშვნასაც განიცდიდნენ. მადლობა ჩემს მეგობრებს და უახლოეს ადამიანებს გვედში დგომისთვის და მხარდაჭერისთვის.

ასევე მინდა წარმატება ვუსურვო ბ-ნ კახი კალაძეს ახალ გუნდთან ერთად, წარმოდგენილია ძალიან საინტერესო პროგრამა და კომპეტენტური გუნდი, რომელმაც თბილისი კიდევ უფრო საინტერესო უნდა გახადოს.

მიუხედავად გარკვეული პაუზისა ვრჩები გუნდის მხარდამჭერად და გულშემატკივრად. დიდი მადლობა იმ წინადადებისთვის და შეთავაზებისთვის რომელიც მივიღე, თუმცა ამ ეტაპზე ვთვლი რომ მცირე შესვენება მნიშვნელოვანია.

მიუხედავად იმისა, რომ ყველაფრის უკეთ გაკეთება ყოველთვის შეიძლება, ჩვენი გუნდი გულწრფელად და მაღალი მოტივაციით ცდილობდა ეპასუხა ყველა გამოწვევისთვის!

მადლობა კიდევ ერთხელ ყველას თანამშრომლობისთვის და მხარდაჭერისთვის“,-დაწერა ლექვინაძემ.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი

17 მარტი, 2026 , 17:31

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „არ ვიცი, რა

მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 15:27

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   პრემიერ-მინისტრი კავ

უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი

17 მარტი, 2026 , 12:56

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი

17 მარტი, 2026 , 11:24

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - ამის შესახებ მედიას კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო ასპანიძემ განუცხადა.  „პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლ

ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე

17 მარტი, 2026 , 10:50

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვითარება კვლავ ძალიან რთული და საყურადღებოა. მინისტრის თქმით, ამ მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნ

თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე

9 მარტი, 2026 , 15:42

ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს, როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი