კომენტარი
დიდი ეჭვი მაქვს, რომ ამ სცენარის შექმნაში მონაწილეობდა ბატონი ნუგზარ ფოფხაძე - ნატო ჩხეიძე ლევან ყიფიანის განცხადებაზე
ეს იყო ერთდროულად შეშინებული და ამასთანავე დაიმედებული კაცის განცხადება, - ასეა აფასებს დეპუტატი ნატო ჩხეიძე ლევან ყიფიანის გუშინდელ განცხადებას.
,,იბერიას“ დამფუძნებელი ამბობს, რომ ექსპერტიზის გარეშეც თავად ყიფიანმა უკვე დაადასტურა ჩანაწერების ნამდვილობა, რაც იმას ნიშნავს, რომ გიორგი გახარია, ბიძინა ივანიშვილი, ვანო ჩხარტიშვილი და სხვები კორუფციულ სქემაში მართლაც იყვნენ ჩართულნი.
ნატო ჩხეიძის შეფასებით, ლევან ყიფიანს დაუწერეს უნიჭო სცენარი, რომლის შესრულებაც მან გუშინ დაიწყო.
,,არამხოლოდ ლევან ყიფიანმა, არამედ იმ ჩანაწერებში მონაწილე თითქმის ყველა პირმა დაადასტურა, რომ ჩანაწერები ავთენტურია. მეტი რა არის, როდესაც ამბობენ, რომ დიახ, ეს ასე იყო. ასე იყო ჩხარტიშვილი, ასე იყო გახარია, ასე იყო ივანიშვილი.
ეს არის ერთდროულად შეშინებული და ამასთანავე დაიმედებული კაცის განცხადება, რომელსაც შეუქმნეს ძალიან უნიჭო სცენარი, რომელიც ძალიან მალე საპნის ბუშტივით გაქრება.
მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ ამ სცენარის შექმნაში მონაწილეობდა ბატონი ნუგზარ ფოფხაძე, ხოლო ხელისუფლების წევრებს და კონკრეტულად პარლამენტის ოცნების ნაწილს, ჰქონდა მესიჯბოქსით ეს სცენარი, რომელიც მათ უნდა გაევრცელებინათ“, - აცხადებს ნატო ჩხეიძე.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


