მსოფლიო
დიდი ბრიტანეთისთვის ჩინეთთან ურთიერთობა ძალიან სახიფათოა - დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გაერთიანებულ სამეფოს აფრთხილებს, რომ პეკინთან საქმიანი ურთიერთობების დაწყება სახიფათოა.
„მათთვის ამის გაკეთება ძალიან სახიფათოა და, ვფიქრობ, ჩინეთთან ბიზნესში ჩართვა კიდევ უფრო სახიფათოა კანადისთვის“, - აღნიშნა ტრამპმა მეუღლის, მელანია ტრამპის შესახებ დოკუმენტური ფილმის პრემიერაზე, როდესაც ჰკითხეს, რას ფიქრობდა ბრიტანეთის მიერ ჩინეთთან ბიზნესკავშირების გაძლიერებაზე.
ამასთან, როგორც მედია წერს, თავად ტრამპი ჩინეთში ოფიციალურ ვიზიტს აპრილში გეგმავს.
ცნობისთვის, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ჩინეთში სამდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა. ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის შეხვედრის შედეგად ორმა ქვეყანამ სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ ათი ხელშეკრულება გააფორმა. მედიის ცნობით, ხელშეკრულებები ეხება თანამშრომლობას ორგანიზებული დანაშაულისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაში, თანამშრომლობას ჯანდაცვის, პროფესიული განათლების, შინ მოვლისა და სპორტის ინდუსტრიის სფეროებში. შეთანხმება ასევე მოიცავს ბრიტანეთიდან ჩინეთში ექსპორტის გაფართოებასა და ბრიტანეთისა და ჩინეთის ერთობლივი ეკონომიკური სავაჭრო კომისიის თანამშრომლობის გაღრმავებას.
როგორც კირ სტარმერმა აღნიშნა, ჩინეთთან ურთიერთობების განმტკიცება დიდი ბრიტანეთის ეროვნულ ინტერესებში შედის.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


