მსოფლიო
დიდი ალბათობით, ბრიტანეთის ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენების ბრძანება ვლადიმერ პუტინმა გასცა - ბორის ჯონსონი
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, დიდი ალბათობით, დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის ბრძანება უშუალოდ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გასცა. ამის შესახებ Sky News-ი წერს.
ჯონსონის თქმით, რუსეთში დამზადებული ქიმიური ნივთიერების გამოყენების უკან სწორად რუსეთი დგას.
რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი ოფიცერი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი 4 მარტს მოწამლეს ქალაქ სოლსბერში. გარდა ამისა დაშავდა 20-მდე სამოქალაქო პირი და პოლიციელი. როგორც დადგინდა, სკრიპალის მოსაწამლად რუსეთში გამზადებული ნერვო-პარალეპტიკური გაზი სახელწოდებით ნოვიჩოკი გამოიყენეს.
12 მარტს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ რუსეთს 24-საათიანი ულტიმატუმი წაუყენა, რათა მოსკოვს პასუხი გაეცა, როგორ მოხვდა ეს ნივთიერება ბრიტანეთის ტერიტორიაზე.
რუსეთმა ამ ულტიმატუმზე არ უპასუხა. ამის შემდეგ მეიმ თემთა პალატაში გამართულ ყოველკვირეულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ქვეყნიდან გააძევებენ 23 რუს დიპლომატს და დიდი ბრიტანეთის დასატოვებლად მათ ერთი კვირა აქვთ.
გარდა ამისა, ლონდონი მოსკოვთან ყველა დონის ურთიერთობას წყვეტს.
დიდი ბრიტანეთის საპასუხოდ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ კრემლი ქვეყნიდან გააძევებს ბრიტანელ დიპლომატებს.
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


