მსოფლიო
დღეს სომხეთში პრემიერ-მინისტრის არჩევნები გაიმართება
დღეს სომხეთში პრემიერს ირჩევენ, გაირკვევა, დაუჭერს თუ არა მხარს ეროვნული კრება ოპოზიციონერი ლიდერის, ნიკოლ პაშინიანის ერთადერთ კანდიდატურას. ამასთან დაკავშირებით ერევნის რესპუბლიკის მოედანზე მოქალაქეები შეიკრიბნენ სომხეთის დროშის ფერის ბუშტებით.
შუაღამეს საპარლამენტო ოპოზიციური ფრაქცია „ელქის“ მიერ წარდგენილმა კანდიდატმა, ნიკოლ პაშინიანმა ფეისბუკვიდეოში განაცხადა, რომ მმართველი სომხეთის რესპუბლიკური პარტია ცდილობს, ჩაშალოს დღევანდელი არჩევნები.
„ახლახან შეგვატყობინეს, რომ სერჟ სარგსიანთან ღამით გამართული შეხვედრის დროს რესპუბლიკელებმა გადაწყვიტეს, ჩაშალონ პრემიერ-მინისტრის არჩევნები“, -აღნიშნა პაშინიანმა ვიდეომიმართვაში. მანამდე ის საუბრობდა, რომ მმართველი ფრაქციის წევრები არ აპირებენ, ხელი შეუშალონ „სახალხო კანდიდატის“ არჩევას.
ოპოზიციონერმა ლიდერმა მხარდამჭერებსა და ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდა, დილით ადრე შეიკრიბონ რესპუბლიკის მოედანზე, რათა ხელი შეუშალონ სერჟ სარგსიანისა და რესპუბლიკური პარტიის გეგმას.
„დაჟინებით მოგიწოდებთ, დატოვეთ ყველა საქმე და დილაადრიან ასი ათასობით შეიკრიბეთ რესპუბლიკის მოედანზე“,-განაცხადა პაშინიანმა ვიდეომიმართვაში.
ვიდეომიმართვამდე ერთი საათით ადრე ეროვნული კრების ვიცე-სპიკერმა, რესპუბლიკური პარტიის პრესმდივანმა ედუარდ შარმაზანოვმა განაცხადა, რომ მმართველი გუნდი საბოლოო გადაწყვეტილებას მაშინ მიიღებს, როცა გაეცნობა პაშინიანის პროგრამას.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრის არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც 23 აპრილს თანამდებობა დატოვა სერჟ სარგსიანმა. აღნიშნული გადაწყვეტილება მან ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე მიიღო.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


