კომენტარი
დღეს სესიაშვილი აღიარებს, რომ მისი ვაჟი კონკრეტულ ქურდობის საქმეში რაღაც დოზით ფიგურირებს - კოტე იოსელიანი
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის, კოტე იოსელიანის განცხადებით, თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა დღეს აღიარა, რომ მისი შვილი ავტომობილის ქურდობის საქმეში რაღაც დოზით ფიგურირებს.
"ორდღიანი ფიქრის შემდეგ სახეზე გვაქვს კიდევ ერთი ტყუილი. გუშინ მთელი დღის განმავლობაში ირაკლი სესიაშვილი ცდილობდა ამ საქმისგან სრულ დისტანცირებას. დღეს სესიაშვილი აღიარებს, რომ მისი ვაჟი, დავით სესიაშვილი კონკრეტულ ქურდობის საქმეში რაღაც დოზით ფიგურირებს . ჩვენ გვჭირდება ამომწურავი ინფორმაცია სამართალდამცავი სტრუქტურებისგან იმის შესახებ, თუ რა ხდება საქმის ირგვლივ, ვთხოვთ მათ გაასაჯაროონ საქმის დეტალები", -განაცხადა იოსელიანმა.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ პროკურატურას მიმართა. სესიაშვილმა უწყებას „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებასთან დაკავშირებით განცხადება წარუდგინა. საუბარია პარტიის მიერ მისი შვილის შესახებ გავრცელებულ ცნობაზე.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


