კომენტარი
დღეს ქართველ ხალხს ვიზალიბერალიზაციის საკითხით აშანტაჟებენ - კახა კალაძე
ჩვენ რომ მაშინ ქვეყანაში მეორე ფრონტი გაგვეხსნა, სანქციებს მივერთებოდით, დღეს ქვეყანაში უმძიმესი მდგომარეობა გვექნებოდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, დღეს ქართველ ხალხს ვიზალიბერალიზაციის საკითხით აშანტაჟებენ.
„სამწუხაროდ, შანტაჟი გრძელდება, რაც ძალიან ცუდია და გუშინ არ დაწყებულა. საქართველო არის ზეწოლის ქვეშ და ამას აქვს თავისი ახსნა, რა დგას ამ ყველაფრის უკან. დღეს ქართველ ხალხს ვიზალიბერალიზაციის საკითხით აშანტაჟებენ. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდი იქნება. პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება, მზადაა, ჩავიდეს ბრიუსელში და არგუმენტები მოისმინოს, რატომ წარმოადგენს აღნიშნული კანონები პრობლემას. ჩვენ ამ დრომდე ერთი არგუმენტიც არ მოგვისმენია. გამჭვირვალობის კანონები მოქმედებს ამერიკაში, ევროპაში. ევროპარლამენტიც მუშაობს ამ ტიპის კანონის მიღებაზე. ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია.
დღეს ჩვენ ქვეყანას ჰყავს პატრიოტი ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის და მოქალაქეების ინტერესებს იცავს. როცა ჩვენ პირდაპირ კაბინეტებში გვემუქრებოდნენ, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი გაგვეხსნა, სანქციებს მივერთებოდით, ჩვენ რომ მაშინ არასწორი ნაბიჯი გადაგვედგა, დღეს ქვეყანაში უმძიმესი მდგომარეობა გვექნებოდა. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ იმიტომ აგვირჩია, რომ, პირველ რიგში, დავიცვათ საქართველოს ინტერესი და არა გარედან ნაკარნახევი ბრძანებები ვასრულოთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
რაც შეხება ჟურნალისტის კითხვას ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ, დედაქალაქის მერი პასუხობს, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებები დაცულია.
„ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებები დაცულია, განურჩევლად რელიგიური, პოლიტიკური და სექსუალური შეხედულებებისა. გეთანხმებით, რომ ზოგიერთი პოლიციელის თუ სპეცრაზმელის მხრიდან იყო გადაცდომა და ძალიან მძიმე კონკრეტული ფაქტები, თუნდაც კონკრეტული ჟურნალისტის მიმართ. მაგრამ მომიტინგეები, რომლებიც პოლიციელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს, ქვებსა და მძიმე საგნებს ესროდნენ, ამ ფაქტს როგორ შეაფასებდით? მათ დღემდე „სინდისის პატიმრებს“ უწოდებთ. არადა არსებობს შესაბამისი კადრები, როცა დანაშაული ჩაიდინეს. ადამიანი, რომელიც პოლიციელს „მოლოტოვის კოქტეილს“ ესროდა, შეიწყალეთ და გმირად გამოიყვანეთ. ეს არის პრობლემა, რომ ძალადობას პირდაპირ ახალისებთ, ხელს უწყობთ პოლარიზაციას, საზოგადოების გახლეჩას. ამას გარედან გეუბნებიან, გაფინანსებებ, გაძლევენ მითითებებს. ქართველი ხალხი ამ ყველაფერს ხედავს, აფასებს და შესაბამისი დამოკიდებულება აქვს თქვენს მიმართ“, – განაცხადა თბილისის მერმა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


