მსოფლიო
დღეს კიევში გამაერთიანებლ კრებაზე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს აირჩევენ
დღეს, კიევში, წმინდა სოფიის საკათედრო ტაძარში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის გამაერთიანებელი კრება გაიმართება, რომელზეც უკრაინული სამღვდელოება უკრაინის ახალი ეკლესიის მეთაურს აირჩევს.
აღნიშნული კრების მიზანია მსოფლიო პატრიარქის ეგიდით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნა. 112.ua-ის ინფორმაციით, კრებას დაესწრება უკრაინის მართლამადიდებელი ეკლესიის სამივე განშტოების წარმომადგენლები. კერძოდ, კიევის პატრიარქატის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის 40-ზე მეტი იერარქი; უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის 14 წარმომადგენელი და ასევე ყველა მსურველი მოსკოვის პატრიარქატის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიიდან.
რაც შეეხება მთავარ პრეტენდენტებს, ადრე უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის პოსტზე უკრაინის პატრიარქატის მოქმედი პატრიარქი ფილარეტი განიხილებოდა, თუმცა მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ დაჟინებით მოითხოვა, რომ ფილარეტსა და უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, მიტროპოლიტ მაკარის თავისი კანდიდატურები არ წარედგინათ.
რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში მიტროპოლიტმა მაკარიმ განაცხადა, რომ მიჰყვება მსოფლიო პატრიარქის მითითებას, ხოლო ფილარეტი აპირებს, ამასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთოს უშუალოდ კრებაზე.
მანამდე გახდა ცნობილი, რომ კიევის პატრიარქატის უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მხარი დაუჭირა პერეასლავლისა და ბელოცერკოვსკის მიტროპოლიტ ეპიფანეს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კიევის პატრიარქატს არ შეუძლია სხვა კანდიდატის წარდგენა.
უკრაინის საპატრიარქოს ახალი მეთაურის არჩევის შემდეგ, მოსალოდნელია, რომ უკრაინა მსოფლიო პატრიარქისგან ავტოკეფალიის ტომოსს მიიღებს. უკვე ცნობილია, რომ მსოფლიო პატრიარქი ბართლომე უკრაინის ეკლესიის მეთაურს აღნიშნულ დოკუმენტს საერთი ღვთისმსახურებაზე გადასცემს, რომელიც 2019 წლის 6 იანვარს გაიმართება.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


