კომენტარი
“დღეს გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობა კიდევ უფრო ფიქტიური გახდა “
ზურაბ ალავიძის მიერ მინისტრთა კაბინეტის დატოვების პარალელურად ინფრასტრუქტურის უკვე ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ „ევროპულმა საქართველომ“ სარჩელი შეიტანა.
"ევროპული საქართველო" უკვე ყოფილ მინისტრს ბრალს კორუფციულ გარიგებებში დებს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გამოძიების მოთხოვნით მიმართავს.
როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გივი თარგამაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ,,ევროპული საქართველო“ გააგრძელებს უკვე ყოფილი მინისტრის უკანონო საქმიანობის ამსახველი მასალის გამოქვეყნებას და მისი გადაყენება მის მხილებას ვერ შეაფერხებს.
„მნიშვნელოვანი არის არამხოლოდ პრესონალური ცვლილებები, არამედ იმ ზეკორუმპირებული სქემის აღმოფხვრა, რომელიც ბატონმა ალავიძემ თავის ქვემდებარე სტრუქტურებში, მათ შორის საგზაო დეპარტამენტში დაამკვიდრა.
ჩვენ ჯერ არ გაგვიხმაურებია ყველა ის ინფორმაცია, რაც მის მოღვაწეობას ეხება და აქ პრინციპი დაგასწარით მოვხსენით და ახლა თავი გაანებეთ - არ იმუშავებს, “ -აცხადებს თარგამაძე.
მისივე თქმით, მაია ცქიტიშვილის ამ თანამდებობაზე დანიშვნა ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი დაინიშნა პირდაპირ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვნახავთ, რა არის მისი ნება - აღმოფხვრას კორუფციული სქემა თუ საკუთარ ჯიბეში მიმართოს თანხები, მომავალში ვნახავთ.
აქვე, გივი თარგამაძე გიორგი კვირიკაშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ის გადადგომას არ აპირებს.
,,ჩვენი თვითმიზანი კვირიკაშვილის თანამდებობაზე ყოფნა-არყოფნა არ არის, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს მისი პრემიერობა კიდევ უფრო ფიქტიური გახდა, როდესაც კიდევ ერთი მინისტრი დაინიშნა პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის კადრი. რეალურად ჩვენ ვხედავთ, რომ ივანიშვილი აღარ ენდობა კვირიკაშვილს და საკუთარ კადრებს ნიშნავს. მაია ცქიტიშვილი მთელი ეს წლები მუშაობდა პრემიერ-მინისტრების ზედამხედველად სახელმწიფო კანცელარიაში. ახლა მას ჩააბარეს ყველაზე მსხვილი სფერო. გუშინ თუ დააკვირდით ალავიძის დამცველების სიმრავლეს, მიხვდებოდით, რამდენ ადამიანზე ნაწილდება კორუფციული სქემით ამოქაჩული თანხები",- განაცხადა თარგამაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


