მსოფლიო
დღეს ბორჯღალოსნები რუსეთს დაუპირისპირდებიან
2018 დღეს, საქართველოს დროით 16:00 საათზე რაგბის ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურის მატჩი შედგება, სადაც ბორჯღალოსნები რუსეთს დაუპირისპირდებიან. შეხვედრა კრასნოდარში გაიმართება.
ბორჯღალოსნები რუსეთს შეცვლილი შემადგენლობით შეხვდებიან. წელს მოედანზე პირველად ვიხილავთ გამოცდილ ფულბეკ მერაბ კვირიკაშვილს, რომლისთვისაც ეს 109-ე სანაკრებო თამაში იქნება.
ძირითად შემადგენლობაში იქნება ანტონ ფეიქრიშვილი, ხოლო სოსო მათიაშვილი კი, რომელმაც ესპანეთთან შეხვედრაში ფულბეკად ირჯებოდა, ფრთაზე სანდრო თოდუას ნაცვლად დადგება.
გიორგი ნემსაძე, რომელიც ბორჯღალოსნების კაპიტანია, მე-80 სანაკრებო კეპს მოიხვეჭს.
შეგახსენებთ, რომ ქართველ მორაგბეებს რუსებთან უკვე 20 წელია არ წაუგიათ.
მატჩისთვის გუნდის შემადგენლობა ასეთია:
ძირითადი:
1. კახა ასიეშვილი 2. შალვა მამუკაშვილი 3. ანტონ ფეიქრიშვილი
4. გიორგი ნემსაძე (კ) 5. ნოდარ ჭეიშვილი
6. გიორგი თხილაიშვილი 7. ვიტო კოლელიშვილი
8. ლაშა ლომიძე
9. ვასილ ლობჟანიძე 10. ლაშა ხმალაძე
12. გიორგი კვესელაძე 13. დავით კაჭარავა
14. ანზორ სიჭინავა 11. სოსო მათიაშვილი
15. მერაბ კვირიკაშვილი
მარქაფა:
16. ბადრი ალხაზაშვილი; 17. კახა ასიეშვილი; 18. გიორგი მელიქიძე; 19. შალვა სუთიაშვილი; 20. მიხეილ გაჩეჩილაძე; 21. გელა აფრასიძე; 22. ლაშა მალაღურაძე; 23. გიორგი კოშაძე.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


