კომენტარი
დეპუტატს უფლება არ უნდა ჰქონდეს მეორე დეპუტატის საქციელი შეაფასოს - მირიან წიკლაური
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მირიან წიკლაური პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, თუ პროექტში ეთიკის საბჭოსთან დაკავშირებით არსებული ჩანაწერი დარჩება.
როგორც წიკლაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა დეპუტატი ერთნაირი მანდატით არის არჩეული. შესაბამისად, შეურაცხმყოფელია, თანაბარ პირებს შორის რომელიმეს მეტი უფლება ჰქონდეს, განსაზღვროს, კოლეგამ რა უნდა ილაპარაკოს და მისი საქციელის ეთიკური მხარე შეაფასოს.
„არ შეიძლება, პლებეებისა და პატრიციების დაყოფა ხდებოდეს. არ შეიძლება, ზოგიერთს ისეთი შეფასების უფლება მიეცეს, რისი უფლებაც არ გააჩნია. ჩვენი საქციელის შეფასების უფლება მხოლოდ ამომრჩეველს აქვს, სხვას – არა. ჩვენი საქციელის გათვალისწინებით, ამომრჩეველი გადაწყვეტს, მხარს დაგვიჭერს თუ არა. დეპუტატს უფლება არ უნდა ჰქონდეს, მეორე დეპუტატის საქციელი შეაფასოს. თუ რეგლამენტში ეთიკის საბჭოზე ჩანაწერი იქნება, დოკუმენტი ჩემს ხმას ვერ მიიღებს“, – განაცხადა წიკლაურმა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


