უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

24 მაისი, 2017 14:55
font-size

დეპუტატი გრიგოლ მიქელაძე რუსთავი 2-ის ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმიანება

სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატის, გრიგოლ მიქელაძის სადეპუტატო ბიურო, 21 მაისს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში გადაცემა “პოსტ სკრიპტუმში“ გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით დეპუტატის განცხადებას ავრცელებს.

,,21 მაისს, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2–ის გადაცემა ,,პოსტსკრიპტუმში“ გავიდა რეპორტაჟი, რომელშიც საუბარი იყო იმ დეპუტატების საქმიანობაზე და მათთვის ვითომდა სახელმწიფოს მხრიდან მინიჭებულ პრივილეგიებზე, რომლებმაც თავის დროზე ,,ქართულ ოცნებას“ გარკვეული თანხები შეწირეს. რეპორტაჟი ეყრდნობოდა ერთ–ერთი ოპოზიციური პარტიის მიერ ჩატარებულ ე. წ. კვლევას.

რეპორტაჟში ნახსენები იყო სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატის გრიგოლ მიქელაძის სახელიც. კერძოდ, საუბარი იყო მიქელაძის მიერ ,,ქართული ოცნებისთვის“ შეწირულ 55 ათასი ლარზე, რის სანაცვლოდ თითქოს მან სახელმწიფოს მხრიდან ტენდერის გარეშე 12 ათასი ლარის ღირებულების მომსახურებაზე მიიღო დაკვეთა. რეპორტაჟის ავტორის ტექსტს სრულიად უკონტექსტოდ მოყვებოდა რესპონტენტის კომენტარი, სადაც ტენდერის დროს ფასთა კლების წესის დარღვევაზე და ამით სახელმწიფოსთვის მიყენებულ მილიონობით ლარის ზარალზე იყო საუბარი. მთლიანობაში რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ გრიგოლ მიქელაძე სახელმწიფოსგან გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობს და ამით ფინანსურ მოგებას იღებს.

დაბეჯითებით ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე. გრიგოლ მიქელაძე ნამდვილად გახლავთ შპს ,,ისნის სავაჭრო ცენტრის“ 51 % წილის მფლობელი, თუმცა ის არასდროს არ იღებდა მონაწილეობს კომპანიის მენეჯმენტში. სრული პასუხისმგებლობით გვინდა განვაცხადოთ, რომ მას შემდეგ, რაც გრიგოლ მიქელაძე დეპუტატი გახდა, შპს ,,ისნის სავაჭრო ცენტრს“ სახელმწიფო ტენდერი არ მოუგია. მეტიც, კომპანიის დაფუძნებიდან დღემდე სულ 8 ტენდერში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 2015 წელში მხოლოდ ერთი ტენდერი მოიგო (გამოცხადებული სატენდერო ღირებულება 25000 ლარი, ვაჭრობის შედეგად ხელშეკრულელბა გაფორმდა 15349 ლარზე).

ისნის სავაჭრო ცენტრი გახლავთ სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტი, სადაც შესაძლოა სხვადასხვა სახელმწიფო და საბიუჯეტო ორგანიზაციები მართლაც ახდენდნენ საჭირო მასალების შეძენას. ამის კონტროლის არც ვალდებულება და არც უფლება შპს ,,ისნის სავაჭრო ცენტრის“ მენეჯმენტს არ აქვს.
გრიგოლ მიქელაძემ ნამდვილად შეიტანა ,,ქართული ოცნების“ ანგარიშზე თანხა ჯერ კიდევ დეპუტატობის კანდიდატად დასახელებამდე, რაც, თავისთავად, მისი და ყველა ჩვენთაგანის მოქალაქეობრივი უფლებაა.

გრიგოლ მიქელაძე მრავალი წელია ბიზნეს საქმიანობას ეწევა და მისი საქმიანი რეპუტაცია არასდროს შელახულა. მის მიერ დაფუძნებული და მართული კომპანიები მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევიან. წარმატებული ბიზნესმენის და უკვე პოლიტიკოსის გარდა, მას იცნობენ, როგორც ქველმოქმედ ადამიანს.

ვწუხვართ, რომ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2–ის რეპორტაჟმა, ნებსით თუ უნებლიედ, შელახა გრიგოლ მიქელაძის საქმიანი რეპუტაცია. ვიტოვებთ იმედს, რომ ეს არ გახლდათ შეგნებული ქმედება და მსგავსი რამ აღარ განმეორდება.

გრიგოლ მიქელაძის სადეპუტატო ბიურო ყოველთვის მზად იყო და არის მედიასთან თანამშრომლობისთვის’’, - ნათქვამია გრიგოლ მიქელაძის სადეპუტატო ბიუროს განცხადებაში.

საკვანძო სიტყვები:

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი

17 მარტი, 2026 , 17:31

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „არ ვიცი, რა

მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 15:27

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   პრემიერ-მინისტრი კავ

უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი

17 მარტი, 2026 , 12:56

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი

17 მარტი, 2026 , 11:24

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - ამის შესახებ მედიას კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო ასპანიძემ განუცხადა.  „პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლ

ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე

17 მარტი, 2026 , 10:50

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვითარება კვლავ ძალიან რთული და საყურადღებოა. მინისტრის თქმით, ამ მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნ

თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე

9 მარტი, 2026 , 15:42

ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს, როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი