მსოფლიო
დეპუტატ ვორონენკოვის მკვლელობა რუსეთის მხრიდან ჩადენილი ტერორიზმია - პეტრო პოროშენკო
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ რუსეთის დუმის ყოფილი დეპუტატის დენის ვორონენკოვის მკვლელობას - რუსეთის მხრიდან განხორციელებული ტერორიზმი უწოდა.
პოროშენკოს პრეს-მდივნის სვიატოსლავ ცეგოლკოს განცხადებით, ასეთი მოსაზრება გამოთქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან გამართულ საგანგებო თათბირზე.
„მზაკვრული მკვლელობა კიევის ცენტრში - ეს რუსეთის მხრიდან განხორციელებული ტერორიზმის აქტია. რუსული სპეცსასამხურების აშკარა ხელწერაა, რომელიც ადრე არაერთხელ გამოვლენილა სხვადასხვა ევროპულ დედაქალაქში“,-აღნიშნა პეტრო პორორშენკომ.
მისი თქმით, ვორონენკოვი იყო „ერთ-ერთი მთავარი მოწმე უკრაინაში რუსული აგრესიის, კერძოდ, ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ უკრაინაში რუსული ჯარის შეყვანისა“.
უკრაინის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს განცხადებით, ვორონენკოვის მკვლელი ჯერჯერობით ცოხცხალია, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. თავდამსხმელს დეპუტატის დაცვამ გულის და თავის არეში ესროლა.
ლუცენკოს თქმით, დაცვას კი, გულის არეში აქვს მძიმე ჭრილობა, თუმცა ის ცოცხალია, გამოძიებასთან თანამშრომლობს.
მონიკა დავლაინიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


