კომენტარი
დეპოზიტების სისტემის დაზღვევის შექმნა ხელს უწყობს ფინანსური სისტემის სტაბილურობის უფრო განმტკიცებას - კობა გვენეტაძე
საქართველოში დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევა იწყება. საკითხს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ.
თემასთან დაკავშირებით მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.
,,დეპოზიტების სისტემის დაზღვევის შექმნა საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში ხელს უწყობს ფინანსური სისტემის სტაბილურობის უფრო განმტკიცებას.
იყო სხვადასხვა კომენტარი ბანკების მხრიდან. ეს საკითხები იყო განხილული კომერციულ ბანკებთან.
ვფიქრობ, რომ ზოგადად ბანკებიც დაინახავენ იმას, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს საშუალო და გრძელვადიან პერიოდში იმას, რომ უფრო განმტკიცდეს ქვეყნის ფინანსური სისტემა’’, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
საკითხის განხილვა საგაზაფხულო სესიაზე დაიწყება და დამტკიცების შემთხვევაში, დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევა 2018 წლიდან ამოქმედდება.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


