კომენტარი
დემოგრაფიული მაჩვენებლების გაუარესების მიზეზები სიღარიბის ზრდაში უნდა ვეძიოთ - ზურაბ ჭიაბერაშვილი
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჭიაბერაშვილი „საქსტატის“ მიერ საქართველოს დემოგრაფიულ მაჩვენებლთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
მისი თქმით, დემოგრაფიული მაჩვენებლების გაუარესების მიზეზები სიღარიბის ზრდაში უნდა ვეძიოთ, რაც ბოლო წლების ეკონომიკურ სტაგნაციას და ცხოვრების მნიშვნელოვნად გაძვირებას მოჰყვა.
„2017 წელს საქართველოში ბოლო 11 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა. ეს ინფორმაცია „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ საქართველოს დემოგრაფიული მაჩვენებლების ამსახველ ბიულეტენში დაფიქსირდა. ეს იმის გამოა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალია შობადობის მაჩვენებელი. ასევე, იმის მიუხედავად, რომ სიკვდილიანობამ იკლო, 2008 და 2009 წელს უფრო დაბალი იყო სიკვდილიანობა, ვიდრე დღესაა“, - ნათქვამია „ევროპული საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


