კომენტარი
დეკანოზის ოჯახის წევრები პატრიარქთან შეხვედრას ადვოკატების თანდასწრებით ითხოვენ
ე.წ ციანიდის საქმეზე ბრალდებულის დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები, პატრიარქთან შეხვედრას ადვოკატების თანდასწრებით ითხოვენ.
როგორც მედიასთან საუბარში მამალაძის ძმამ განაცხადა, ეს იმისთვის სჭირდებათ, რომ თუ პატრიარქს რამე კითხვები გაუჩნდება, ადვოკატებმა გასცენ პასუხი, რადგან ოჯახი საქმის დეტალებში ჩახედული არ არის.
„უწმინდესს რომ გაუჩნდეს კითხვები საქმესთან დაკავშირებით, მე პასუხს ვერ გავცემ, რადგან არ ვიცი დეტალები, ისე, როგორც ადვოკატებმა. გვინდა ჩვენი ყურით მოვისმინოთ უწმინდესის პოზიცია, მამა გიორგისთან მიმართებაში. შეხვედრა დაგეგმილი იყო ორშაბათს მხოლოდ ოჯახის წევრებთან, თუმცა მას შემდეგ, რაც ადვოკატებთან ერთად მოვითხოვეთ შეხვედრა, პასუხი არ მიგვიღია“,- ამბობს დეკანოზის ძმა თორნიკე მამალაძე.
ამასთან თორნიკე მამალაძე აკონკრეტებს, რომ მას სურს ძველი ადვოკატები იყვნენ შეხვედრაზე.
„ჩვენ გვინდოდა პატრიარქისგან კიდევ ერთხელ მოგვესმინა, რომ ის ენდობა გიორგი მამალაძეს, თუმცა მას შემდეგ, რაც მან ეს ერთხელ განაცხადა, იგი რაღაცნაიარად იზოლაციაში მოახვედრეს, მისი სახელით ედიშერ ქარჩავა ალაპარაკდა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ საპატრიარქო გაემიჯნა ქარჩავას განცხადებას. ამდენად, ჩვენ გვინდა ყველას დავანახოთ პატრიარქის პოზიცია. ქარჩავას და თეთრუაშვილს, ასევე მეუფე იაკობს უნდათ, რომ საზოგადოებაზე იმუშაონ და არ დაანახონ ხალხს, რომ საქმე მამა გიორგის მიმართ არის შეთითხნილი“, - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.
როგორც საზოგადოებრივს პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ დღეს განუცხადა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებს შეხვდება.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


