კომენტარი
დეკანოზ მამალაძის თქმით, როდესაც მას ბრალი გააცნეს, ბრალში სასულიერო პირზე საუბარი არ იყო - ომბუდსმენი
მაღალი რანგის სასულიერი პირის მოწამვლის დაგეგმვის საქმეზე დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს საპატიმროში სახალხო დამცველი შეხვდა.
როგორც შეხვედრის შემდეგ ომბუდსმენმა ჟურნალისტებს განუცხადა, მამა გიორგი მამალაძე ბრალს უსაფუძვლოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ მას ციანიდი არ ჰქონია.
უჩა ნანუაშვილის განცხადებით, მასთან საუბრისას დეკანოზმა გიორგი მამალაძემ აღნიშნა, რომ როდესაც მას ბრალი გააცნეს, ბრალში სასულიერო პირზე საუბარი არ იყო.
”ის ამბობს, რომ სასულიერო პირზე და უმაღლესი იერარქიის მქონე სასულიერო პირზე საერთოდ არ არის საუბარი ბრალში, რომელიც მას წარედგინა. მე ყველა დეტალს ვერ ვიტყვი და თვითონაც არ უსაუბრია ამაზე, თუმცა ამბობს, რომ გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს მაღალი იერარქიის სასულიერო პირზეა საუბარი და გამიზნული იყო კონკრეტული დანაშაული, ამაზე ბრალში საერთოდ არ არის საუბარი”, - განაცხადა ნანუაშვილმა.
ომბუდსმენის თქმით, საქმესთან დაკავშირებით ბევრი კითხვა ჩნდება. სახალხო დამცველი საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს, რომ უფრო მეტი ინფორმაცია გახდეს საჯარო.
ამასთან, მისივე თქმით, მამა გიორგის დაკავება, სავარაუდოდ, პროცედურული დარღვევებით მოხდა. როგორც მისთვის ცნობილი გახდა, დეკანოზს ერთი ზარის განხორციელების უფლება არ მისცეს და ბრალი თავის დროზე არ გააცნეს.
ომბუდსმენის ინფორნაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე ოჯახის უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


