კომენტარი
დედაქალაქში იმდენი საქმე გვაქვს, არ მაინტერესებს „ნაციონალური მოძრაობა“ ჩერგოლეიშვილს დაუპირისპირდება თუ პირიქით - კახა კალაძე
ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება არ მაინტერესებს, თავად გაერკვნენ, ვინ სად და როგორ იქნება, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე „ნაციონალურ მოძრაობასა“ და თამარ ჩერგოლეიშვილს შორის არსებულ დაპირისპირებას.
„ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება არ მაინტერესებს. იმდენი საქმე გვაქვს, იმდენი გამოწვევებია დედაქალაქში, არ მაინტერესებს „ნაციონალური მოძრაობა“ ჩერგოლეიშვილს დაუპირისპირდება თუ პირიქით. ვინ სად იქნება და როგორ, ეს მათი გადასაწყვეტია, თვითონ გაერკვნენ ყველაფერში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე შეფასებით, ოპოზიცია ხშირად საუბრობს სახელმწიფოს გადატრიალებაზე, რაც არსებული ხელისუფლების პირობებში გამორიცხულია.
„ამ ტიპის განცხადებებს ოპოზიციის მხრიდან ბევრჯერ ვისმენთ. ქვეყანაში არც რევოლუცია იქნება, არც სახელმწიფო გადატრიალება. ფრთხილად იყვნენ, ვინც რამეს გაბედავს, კანონის ფარგლებში ყველას შესაბამისი პასუხი გაეცემა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


