უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

3 იანვარი, 2018 14:40
font-size

დედა, ცოლი და შვილი მოვიყვანე, აინტერესებდათ, როგორ გამოიყურება კომედია - მიხეილ სააკაშვილი

კიევის სააპელაციო სასამართლოში უკრაინის გენერალური პროკურატურის საჩივრის განხილვა მიმდინარეობს. საქმე ეხება კიევის პეჩერსკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც უარი თქვა ოდესის ყოფილი გუბერნატორისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შინაპატიმრობის შეფარდებაზე.

ადვოკატების გარდა საქართველოს ექს-პრეზიდენტს თან ახლავს დედა გიული ალასანია, ცოლი სანდრა რულოვსი და უმცროსი შვილი ნიკოლოზი.

„აქ ჩემს ადვოკატებთან ერთად იმყოფებიან დედაჩემი, ჩემი ცოლი და ჩემი ვაჟი. მათ აინტერესებდათ, როგორ გამოიყურება ეს კომედია, რომელსაც აქ დგამენ“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მან ასევე წარადგინა უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ბრძანება სააპელაციო სასამართლოების ლიკვიდირების შესახებ, რომლის მიხედვით ლიკვიდირებულია კიევის სააპელაციო სასამართლოც, სადაც გენპროკურატურის საჩივარს განიხილავენ.

„ჩემს სასამართლომდე ცოტა ხნით ადრე ეს სასამართლო იყო ლიკვიდირებული, ხოლო მოსამართლეებს დაპირდნენ, რომ „ხელახლა დანიშნავენ“. ამით ყველაფერია ნათქვამი“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ანა მებურიშვილი

ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“

23 მარტი, 2026 , 10:42

ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. როგორც მედია იუწყება, დედაქალაქის სხვადასხვა ნაწილში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადე

სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი

12 მარტი, 2026 , 09:17

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ ომის დასრულების ერთადერთი გზა „ირანის ლეგიტიმური უფლებების“ აღიარებაა. „რუსეთისა და პაკისტანის ლიდერებთან საუბრისას მე კიდევ ერთხელ დავადასტურე ირანის ერ

საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი

12 მარტი, 2026 , 09:09

საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურის განადგურება ძალიან მოკლე დროში, დაახლოებით ერთ საათში, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. თეთრ სახლში ჟურნალისტ

ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი

10 მარტი, 2026 , 09:12

ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.   მისივე თქმით, გარდა ამი

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა

9 მარტი, 2026 , 09:24

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა იმ ფონზე, როცა ირანსა და აშშ-ისრაელს შორის ომის ესკალაცია ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვების ხანგრძლივი შეფერხების შიშს იწვევს, - ინფორმაციას BBC-ი&nb

ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს

9 მარტი, 2026 , 09:00

ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა მის შემცვლელად აირჩიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, 56 წლის მო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი