მსოფლიო
დავით სააკაშვილი უკრაინაში მარტიდან უკანონოდ იმყოფებოდა- უკრაინის შსს
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის არტიომ შევჩენკოს თქმით, ეროვნული პოლიციის თანამშრომლებმა დავით სააკაშვილი სამიგრაციო სამსახურში იმიტომ მიიყვანეს, რომ ის ქვეყანაში უკანონოდ იმყოფება.
ამის შესახებ შევჩენკომ Интерфакс-Украина-ს განუცხადა.
„არ დაგვიკავებია. უბრალოდ კიევის ეროვნულმა პოლიციამ სამიგრაციო სამსახურში საქართველოს მოქალაქის მიყვანა უზრუნველყო. სამიგრაციო სამსახურმა დავით სააკაშვილს უკრაინაში ცხოვრების უფლება ჯერ კიდევ 2017 წლის მარტში გაუუქმა, მანამდე კი იგივე დასაქმების სამსახურმა გააკეთა. ჯერ კიდევ მაშინ, უცხო ქვეყნის მოქალაქე სათანადოდ იყო ინფორმირებული იმის შესახებ, რომ უკრინაში ყოფნის საფუძველი არ გააჩნდა. თუმცა მან კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში ჩვენი ქვეყნის ტერიტორია არ დატოვა და ქვეყანაში უკანონოდ იმყოფებოდა“,-აღნიშნა შევჩენკომ.
მისი თქმით, „მიღებული იქნება გადაწყვეტილება მისი ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ის მოისურვებს, გაგზავნაზე და ასევე ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრებაზე“.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


