კომენტარი
დავით ნარმანია კვლავ აპირებს ბიუჯეტიდან ასეულობით ათასი ლარის გაფლანგვას - ირაკლი ნადირაძე
თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრის ირაკლი ნადირაძის განცხადებით, 2017 წლის დედაქალაქის ბიუჯეტი ორიენტირებულია „მხოლოდ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების კეთილდღეობაზე“.
„ასევე ორიენტირებულია მხოლოდ იმაზე, თუ წინასაარჩევნოდ მათ როგორ მოისყიდონ ამომრჩეველი და როგორ შეინარჩუნონ საკუთარი სკამები და თანამდებობები“,-აღნიშნა საკრებულოს დეპუტატმა.
მისი თქმით, მაშინ როდეასც არაფერი კეთდება ჯანდაცვის მიმართულებით, საცობების მიმართულებით, დედაქალაქის მერი ბიუჯეტიდან აპირებს ასეულობით ათასი ლარის გაფლანგვას.
„მაშინ როდესაც მცირდება ჯანდაცვის მიმართულება, სოციალური მიმართულება, არაფერი კეთდება საცობების მიმართულებით, მცირდება ავარიული კორპუსების დაფინანსება, არაფერი კეთდება მეწარმეობის და ეკონომიკის მხარდასაჭერად - დავით ნარმანია, თბილისის ბიუჯეტიდან კვლავდაკვლავ აპირებს, რომ გაფლანგოს ასეულობით ათასი ლარის ოდენობით თანხები, ისევ რესტორნებისთვის, ფურშეტებისთვის, ე.წ ტრენინგებისთვის და სხვა მსგავსი ტიპის არასაჭირო ღონისძიებებისთვის. დავით ნარმანია უკვე დაგვცინის საერთოდ და მილიონი ხის შემდგომ აპირებს, რომ თურმე, ერთი მილიონი ყვავილი დარგოს მომავალ წელიწადს, ანუ ეს ადამიანი საერთოდ გასულია მომსახურების ზონიდან“,- აღნიშნა ნადირაძემ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


