კომენტარი
დავით ნარმანია 2017 წლის ბიუჯეტში სამარცხვინოდ ამცირებს 30 მილიონ ლარს სოციალური დაცვის კუთხით - თამაზ შოშიაშვილი
თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრის, თამაზ შოშიაშვილის განცხადებით, დედაქალაქის 2017 წლის ბიუჯეტი, „46 624 000 ლარით მცირდება, მაშინ როდესაც ცენტრალური ბიუჯეტი იზრდება“.
როგორც შოშიაშვილი საკითხის კომენტირებისა პრესკონფერენციაზე განაცხადა, მომავალი წლის ბიუჯეტი აბსოლუტურად არ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც თბილისის მოსახლეობის წინაშე დგას.
„ორი მთავარი პრიორიტეტი, რომელიც ყველა გამოკითხივით, ყველა სოციალური კვლევით სახელდება დედაქალის მოსახლეობის უმთავრეს პრობლემად, ეს გახლავთ, დედაქალაქში გადაადგილება, გახშირებული და გამუდმებული საცობები და სოციალური დაცვა. ამ კუთხით დავით ნარმანია სამარცხვინოდ ამცირებს 30 მილიონ ლარს სოციალური დაცვის კუთხით და არაფერს არ აკეთებს, რომ დედაქალაქის მოსახლეობამ, თბილისელებმა, შეძლონ თავის ქალაქში ნორმალურად გადაადგილება. ეს არის კატასტროფული მაჩვენებელი“,-აღნიშნა შოშიაშვილმა.
შესაბამისად, მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს.
თბილისის, საკრებულომ 2017 წლის ბიუჯეტი 25 დეკემბრამდე უნდა დაამტკიცოს.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


