კომენტარი
დავით ბაქრაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოუწოდებს საკუთარი ფუნქციები უკეთ შეასრულოს
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი - დავით ბაქრაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოუწოდებს, საქმით დაკავდეს და საკუთარი ფუნქციები სამომავლოდ უკეთ შეასრულოს.
ასე გამოეხმაურა ბაქრაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების განცხადებას და აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში, „ევროპული საქართველო“ ის პოლიტიკური ძალა იყო, რომელიც პრეზიდენტს „ქართული ოცნების“ უსამართლო შეტევებისგან ყოველთვის იცავდა.
„უფრო მეტიც, ამ წლების განმავლობაში, „ევროპული საქართველო“ ის პოლიტიკური ძალა იყო, რომელიც პრეზიდენტს „ქართული ოცნების“ უსამართლო შეტევებისგან ყოველთვის იცავდა და მომავალშიც დაიცავს, მაგრამ ყველა ადამიანს უნდა გვესმოდეს, მათ შორის პრეზიდენტს, რომ პასუხისმგებლობა გაგვაჩნია და როცა ასეთი შემზარავი დანაშაული ხდება, პასუხისმგებლობა უნდა გაიზიარო და საკუთარ თავზე ის ტვირთი აიღო, რასაც საკუთარი ხელმოწერის სიმძიმე ჰქვია. ისტერიული და აბსურდული ბრალდებებით გამოსვლა არასერიოზულია. პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოვუწოდებ, საკუთარი საქმით დაკავდეს და სამომავლოდ ის ფუნქციები უკეთ შეასრულოს, რომლის შედეგიც ყველამ ვნახეთ და რომელმაც უმძიმეს ტრაგიკულ შეცდომამდე მიგვიყვანა.
ყველამ უნდა ვიფიქროთ იმაზე, მოქალაქეები მზარდი კრიმინალისგან როგორ დავიცვათ. თავიდან ბოლომდე ბრალი „ქართულ ოცნებას“ მიუძღვის დაწყებული ამნისტიიდან, დასრულებული დღევანდელი ნაბიჯებით”, – განაცხადა ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი პრეზიდენტის კრიტიკასთან და ახალი უმრავლესობის ფორმირებასთანდაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „პრეზიდენტი იყო ჭანჭიკი, რომელიც „ქართული ოცნების“ პოლიტიკას ასრულებდა.“
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირების პროცესი „ევროპული საქართველოსა“ და „ქართული ოცნების“ მონაწილეობით, მათი გამაერთიანებელი კი დღეს არის საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ბინძური კამპანიის წარმოება.
ცირა გურგენიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


