კომენტარი
დავით ბაქრაძე- ირაკლი კობახიძეს: ჩვენ მზად ვართ მხარი დაგიჭიროთ
ნაციონალური მოძრაობის ლიდერი დავით ბაქრაძე პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატს ირაკლი კობახიძეს მხარს დაუჭერს, როდესაც მისი ქმედება ხალხის უკეთესი მომავლისკენ იქნება მიმართული.
ამის შესახებ ბაქრაძემ მეცხრე მოწვევის პარლამენტში პირველ სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
ბაქრაძის თქმით, მას კოლეგების სკეპსისის ირაკლი კობახიძის წარსულთან დაკავშირებით ესმის, თუმცა „გულწრფელად გეტყვით, მე მინდა, რომ საქართველოს პარლამენტს ჰყავდეს კარგი თავმჯდომარე“.
„იმიტომ, რომ კარგი თავმჯდომარე არ სჭირდება უმრავლესობას. 118-კაციან უმრავლესობას სჭირდება ადამიანი, რომელიც უბრალოდ ჩაქუჩს დაარტყამს და მიკროფონში ილაპარაკებს. კარგი თავმჯდომარე სჭირდება ოპოზიციას, სჭირდება პარლამენტს და სჭირდება საქართველოს. ამიტომ, მიუხედავად ყველაფრისა, მე მინდა იმედი მქონდეს, რომ საქართველოს პარლამენტს ეყოლება კარგი თავმჯდომარე, რომელიც შეძლებს იმუშაოს ყველა პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც იქნება მიმართული კომპრომისზე, გამთლიანებაზე და პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებაზე. იცოდეთ, რომ ნებისმიერ ნაბიჯში, მიუხედავად იმისა,რომ ჩვენ ვართ მწვავე და კრიტიკული, ნებისმიერ ნაბიჯში, რომელიც ჩვენ ჩავთვლით, რომ მიმართულია ქვეყნის, პარლამენტის და ხალხის უკეთესი მომავლისკენ, ჩვენ მზად ვართ მხარი დაგიჭიროთ. და მე არც ამისი კომპლექსი არ მაწუხებს, იმიტომ რომ არც მართული ოპოზიცია ვარგა, და არც ისეთი ოპოზიცია, რომელიც არაფერს არ ხედავს და მარტო არეულობა და დაპირისპირება უნდა“,-განაცხადა ბაქრაძემ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


