მსოფლიო
დავაფასე კოლუმბიის პრეზიდენტის ზარი და ტონი და მოუთმენლად ველოდები მასთან შეხვედრას უახლოეს მომავალში - დონალდ ტრამპი
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კოლუმბიის პრეზიდენტი თეთრ სახლში მიიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას თავად აშშ-ის პრეზიდენტი ავრცელებს.
„დიდი პატივი იყო კოლუმბიის პრეზიდენტთან, გუსტავო პეტროსთან საუბარი, რომელმაც დამირეკა, რათა აეხსნა ნარკოტიკებთან დაკავშირებული ვითარება და სხვა უთანხმოებები, რაც ჩვენს შორის არსებობდა. დავაფასე მისი ზარი და ტონი და მოუთმენლად ველოდები მასთან შეხვედრას უახლოეს მომავალში. შეთანხმებების მომზადება მიმდინარეობს სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და კოლუმბიის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის. შეხვედრა გაიმართება ვაშინგტონში, თეთრ სახლში,“- წერს ტრამპი.
ცნობისთვის, ვენესუელაში ოპერაციის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კოლუმბიის პრეზიდენტს, გუსტავო პეტროს „ავადმყოფი კაცი“ უწოდა და კოლუმბიაში სამხედრო ოპერაციის ჩატარება არ გამორიცხა.
„ოპერაცია „კოლუმბია“ ჩემთვის კარგად ჟღერს“, - აღნიშნა ტრამპმა.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


