მსოფლიო
დასავლეთ ევროპაში ქარიშხალ „ელეონორას“ სამი ადამიანი ემსხვერპლა
ქარიშხალ „ელეონორას“, რომელიც ოთხშაბათს დასავლკეთ ევროპას დაატყდა თავს, პირველი მსხვერპლი მოჰყვა. ორი ადამიანი დაიღუპა ესპანეთის ჩრდილოეთით, ბასკეთის სანაპიროზე. წყვილი უზარმაზარმა ტალღამ შთანთქა. მესამე ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. ის ცდილობდა, წყვილს შეშველებოდა.
საფრანგეთში 21 წლის მოთხილამურე ემსხვერპლა ქარიშხალს. მას ხე დაეცა ალპებში. მთელი საფრანგეთის მასშტაბით დაშავებულია 15 ადამიანი, აქედან 4-ის მდგომარეობა მძიმეა.
„ელეონორას“ გამო შეფერხებულია მატარებლების მომსახურება და ავტომაგისტრალებზე მოძრაობა საფრანგეთის რამდენიმე რეგიონში. ქვეყნის მასშტაბით 225 000 სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


