კომენტარი
დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი კვირიკაშვილთან მომდევნო 4 წლის განმავლობაში ვიმუშავებ - ირაკლი კობახიძე
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში მას გიორგი კვირიკაშვილის მთავრობასთან მოუწევს მუშაობა.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მთავრობის შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები შესაძლოა განხორციელდეს.
ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „ტვ პირველის“ ეთერში ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვით, არის თუ არა დარწმუნებული კობახიძე, რომ მომავალი 4 წლის, ან თუნდაც მომდევნო წლის განმავლობაში მას პრემიერ კვირიკაშვილთან მოუწევს მუშაობა, რადგან, ჟურნალისტის თქმით, ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ გიორგი კვირიკაშვილი შესაძლოა მთავრობის მიერ შემუშავებულ ეკონომიკურ რეფორმას გადაყვეს.
„ამაში მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. მთავრობის შემადგენლობას რაც შეეხება, გარკვეული ცვლილებები შეიძლება მოხდეს, ასეთი გამოცდილება გვაქვს ბუნებრივია, როდესაც საქმე ეხება 4-წლიან პერიოდს. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრს და სამთავრობო ბირთვს, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ვიმუშავებთ პრემიერ კვირიკაშვილთან ერთად ძალიან აქტიურად და იმ სამთავრობო გუნდთან, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ გუნდს აქვს ძალიან მკაფიო ხედვა ჩვენი ქვეყნის განვითარების, მათ შორის ეკონომიკური განვითარების და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს გუნდი იქნება ძალიან წარმატებული მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში“,-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


