კომენტარი
დაპატიმრებულს პატიმრობა შეეფერდება თუ არა, ამას მე და თქვენ კი არა, მოსამართლე წყვეტს, კეთილი ინებეთ და დაელოდეთ სასამართლოს გადაწყვეტილებას - კახა კალაძე
არაა საჭირო ეს მივარდნები. პროტესტი თუ აქვთ, ამას არავინ უშლის და გააპროტესტონ, კანონის ფარგლებში, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საარჩევნო შტაბის შენობაზე განთავსებული ბანერის დაზიანების ფაქტზე დაკავებულის შესახებ განუცხადა.
კახა კალაძის თქმით, პროტესტის უფლება აქვს ყველას, თუმცა, მსგავსი ქმედებები სცდება კანონის ფარგლებს.
„თქვენ რა იცით, ხუთ წელს მიუსჯიან, თუ რამდენს? მოსამართლე ხართ? არსებობს კანონები, რომელიც აუცილებლად უნდა აღსრულდეს. პატიმრობა შეეფერდება თუ არა, ამას მე და თქვენ კი არა, მოსამართლე წყვეტს. კეთილი ინებეთ და დაელოდეთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. ფაქტი არის ძალიან ცუდი. არცერთ რადიკალს არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ მსგავსი ქმედებები ჰქონდეს. მე რომ მოვიდე თქვენს სახლში და დაგიზიანოთ რაიმე, მოგეწონებათ?
მე დავინახე, რომ სხვა ადამიანებიც აზიანებდნენ ბანერებს, მაგრამ ამ ეტაპზე შესაბამისმა უწყებამ მხოლოდ ერთი ადამიანი დააკავა, რადგან სხვების იდენტიფიცირება ვერ მოხდა. კანონს ყველამ პატივი უნდა სცეს. არაა საჭირო ეს მივარდნები. პროტესტი თუ აქვთ, ამას არავინ უშლის და გააპროტესტონ, კანონის ფარგლებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, რომ აღნიშნულ შენობაზე საარჩევნო ბანერი კანონიერად არ იყო განთავსებული, დედაქალაქის მერის თქმით, ეს ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ბანერის გაკვრაზე მეპატრონის ნებართვა არსებობს.
„ტყუილია, თითქოს ჩვენი ბანერი კანონიერად არაა განთავსებული. თქვენ ირაკლი აბესაძეს თუ დაუჯერებთ, ეს კარგს არაფერს მოგიტანთ. მისი გონებრივი შესაძლებლობა და ინტელექტი არ გამოგადგებათ. 2012 წლიდან ვარ პოლიტიკაში და დიდი გამოცდილება მაქვს. თქვენ თუ გინდათ, აბესაძეს დაუჯერეთ. ისტორიულ ზონაში არსებულ შენობაზე ბანერის განთავსებას მუნიციპალიტეტის ნებართვა არ სჭირდება. სჭირდება მხოლოდ მფლობელის ნებართვა, რაც გვაქვს, რადგან აღნიშნული ფართი საარჩევნო შტაბისთვის ვიქირავეთ. შესაბამისად, ბანერის გაკვრაც შეგვიძლია“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


