კომენტარი
დამტკიცენული ტარიფი იძლევა იმის საშუალებას, რომ ენერგომომარაგება ქალაქში იყოს სტაბილური და საიმედო - ,,თელასის“ წარმომადგენელი
კომპანია „თელასის“ კომერციული დირექტორის მოადგილე მიხეილ ანთაძე აცხადებს, რომ სემეკის მიერ დღეს დამტკიცებული ელექტროენერგიის ტარიფი ენერგოკომპანიას სწრაფი განვითარების საშუალებას არ აძლევს.
როგორც მიხეილ ანთაძემ ჟურნალისტებს ელექტროენერგიის საფასურის 1,5 თეთრით გაზრდის კომენტირებისას განუცხადა, გაზრდილი ტარიფი იძლევა იმის საშუალებას, რომ ენერგომომარაგება დედაქალაქში იყოს სტაბილური და საიმედო, თუმცა კომპანიას არ ეძლევა საშუალება იფიქროს სამომავლო განვითარებაზე.
„გვაქვს კონკრეტული შენიშვნები და მოსაზრებები. მთავარი, რაშიც არ ვეთანხმებით მარეგულირებელ კომისიას გახლავთ ის, რომ კომისია არ ითვალისწინებს კომპანიის სახეცვლილებას ბოლო წლების განმავლობაში. 2014 წლიდან დღემდე სახეზე გვაქვს აბონენტების და ქსელის მნიშვნელოვანი ზრდა, ეს იმ პირობებში, როცა, პრაქტიკულად, არ მომხდარა პერსონალის ზრდა. უფრო მეტიც, მოხდა პერსონალის შემცირება. ეს იმას ნიშნავს, რომ „თელასის“ თანამშრომლები დღეს უფრო დატვირთულები არიან, ვიდრე ბოლო წლების განმავლობაში. ტარიფი იძლევა იმის საშუალებას, რომ ენერგომომარაგება ქალაქში იყოს სტაბილური და საიმედო, მაგრამ არ გვაძლევს საშუალებას, სრულად ვიფიქროთ კომპანიის განვითარებაზე იმ ტემპებით, რომელიც ჩვენ გვაქვს გათვალისწინებული“, - განაცხადა მიხეილ ანთაძემ.
თუმცა, კომპანიის წარმომადგენელს არ დაუკონკრეტებია, რამდენი თეთრით სურდა კომპანიას ელექტროენერგიის საფასურის გაზრდა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


