კომენტარი
დამთავრდა ულტიმატუმების ენაზე საუბრის დრო - მაია ცქიტიშვილი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი გუშინ, რუსთაველის გამზირზე, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ გამართულ აქციას ეხმაურება.
მისი თქმით, ულტიმატუმების ენით საუბრის დრო დასრულდა.
„ჩვენ არჩევნებზე ქართველი ხალხის ნება ვიხილეთ. საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდათ საშუალება, თავისუფალი არჩევანი დაეფიქსირებინათ, რაც მათ გააკეთეს. არჩევნები მაღალ დონეზეა შეფასებული ყველა საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის მიერ. არც საჭიროება და არც საჭიროებიდან გამომდინარე სურვილი არ არსებობს, რომ მივიღოთ ულტიმატუმი. დამთავრდა ულტიმატუმების ენაზე საუბრის დრო.
ჩვენ მიხეილ სააკაშვილი უკვე ძალიან ბევრ მასობრივ შეკრებაზე ვიხილეთ, როგორც ფილარმონიაში, ასევე გუშინდელ აქციაზე. სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილი ჯერ კიდევ არ ამბობს უარს იმ მეთოდებზე, რა მეთოდებითაც ცდილობდა მანამდე, რომ წარემართა ეს ქვეყანა “, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას სამუშაო ჯგუფის შექმნას სთავაზობს და ამისთვის ვადას 16 დეკემბრამდე აძლევს.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


