უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

30 მაისი, 2018 17:15
font-size

დამრჩა შთაბეჭდილება, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს ხელისუფლებამ ამ ამბის შესახებ გაიგო მედიიდან - თამარ კეკენაძე

დამრჩა შთაბეჭდილება, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს ხელისუფლებამ ამ ამბის შესახებ გაიგო მედიიდან, ზუსტად ისე, როგორც ჩვენ, - განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა, თამარ კეკენაძემ სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობის აღიარებასთან“ დაკავშირებით განაცხადა.

,,მე ვერ დავეთანხმები არჩილ თალაკვაძის ოპტიმიზმს და ვერ გავიზიარებ ამ პროცესის მისეულ, მარტივ აღქმას. სირიას ჯერც აქვს სერიოზული პოზიციები ასადის რეჟიმის და იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელიც არის დღეს არაბულ სამყაროში. აღნიშნულმა პროცესებმა შეიძლება შეიძინოს უფრო განვრცობადი ეფექტი, ჩვენი ხელისუფლების პასიურობის ფონზე. ფაქტია, რომ ერთის მხრივ, საქართველოს ხელისუფლებამ მოადუნა ყურადღება არაღიარების პოლიტიკაზე მუშაობის კუთხით და მეორე მხრივ, გადასახედია ის სტრატეგია, რომლითაც ხელისუფლება მუშაობს ამ მიმართულებით.

ფაქტია ის, რომ რუსეთს 2008 წლის შემდეგ არ შეუჩერებია მუშაობა საკუთარი გავლენების გაძლიერებისათვის. ის ეცდება კიდევ უფრო ეფექტურად გამოიყენოს გავლენები იმ მოწყვლადი ქვეყნების მიმართ, რომლებშიც აქვს პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური ბერკეტები. სწორედ ამ ქვეყნებთან არის მნიშვნელოვანი განსაკუთრებული სახის მუშაობა, რასაც ჩვენ სამწუხაროდ ხელისუფლების მხრიდან ვერ ვხედავთ. სირიის მხრიდან აღიარება არის შედეგი სწორედ ხელისუფლების არასწორი პოზიციონირებისა ამ მიმართულებით.

ის პოლიტიკა, რომელსაც აწარმოებს საქართველოს ხელისუფლება არაღიარების კუთხით, რა თქმა უნდა ნაწილობრივ უნდა იყოს დახურულ კარს მიღმა, მაგრამ თავად ამ ფაქტმა, რომელიც სიურპრიზი აღმოჩნდა ხელისუფლებისთვის, დაგვანახა ის რეალობა, რომელიც ამ კუთხით გვაქვს. ეს მწარე გაკვეთილია თითოეული ჩვენთაგანისთვის.

მივესალმები საგარეო საქმეთა სამინისტროს განაცხადებას, რომლის თანახმადაც ის აპირებს გაწყვიტოს დიპლომატიური ურთიოერთობა სირიასთან. ქმედება კარგია, თუმცა არაა საკმარისი, რადგან უკვე გაფუჭებულ საქმეზე რეაგირებას ჰგავს და მაქვს იმედი, რომ იმ მოწყვლად ქვეყნებთან, რომლებზეც რუსეთს აქვს თავისი გავლენები, მუშაობა აქტიურად დაიწყება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან - აშშ -სთან, ევროკავშირთან და სხვა წონიან ქვეყნებთან ერთად. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ცალკე აღებულ სახელმწიფოს ძალიან გაუჭირდება აღნიშნულ ქვეყნებთან რუსეთის პირისპირ მუშაობა.

მნიშვნელოვანია რა გზავნილი და პოლიტიკა აქვს საქართველოს რუსეთთან მიმართებაში. ერთის მხრივ, ჩვენ ვცდილობთ რბილი პოლიტიკა გავატაროთ, მეორეს მხრივ კი ვიღებთ საწინააღმდეგო შედეგებს. ამ აღიარების შემდეგ დასაფიქრებელი და გადასახედია ჩავარდნები, რომლებიც გვაქვს.

ის, რომ სირიის მიერ აღიარება აღმოჩნდა სიურპრიზი ხელისუფლებისთვის მე მიჩენს ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს თემაზე, თუ რას აკეთებს საქართველოს უსაფრთხოების სამსახური?! რატომ არ ჰქონდათ მათ საფუძვლიანი ეჭვი, ან კითხვის ნიშანი ამ მიმართულებით?! ვატყობ, ბევრი რამ არის გამოსასწორებელი ჩვენი უსაფრთხოების სექტორის მუშაობაში. თუ კიდევ იქნება აღიარება რომელიმე ქვეყნის მხრიდან, ეს ყველაფერი ძალიან მძიმედ აისახება საქართველოს რეალობაზე.

ხელისუფლებისგან განსხვავებით მე მაქვს ჩვენი პარტნიორების იმედი, რომლებიც ძალიან თანმიმდევრულნი არიან ქართველი ხალხის მხარდაჭერაში, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იმყოფება იმ მომენტში ქვეყნის ხელისუფლებაში.

სწორედ ამის გამო მაქვს იმედი, რომ ძალიან მკაცრი გამოხმაურება მოჰყვება ამ ყველაფერს" , - განაცხადა თამარ კეკენაძემ.

ხატია ტატიშვილი

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი

17 მარტი, 2026 , 17:31

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „არ ვიცი, რა

მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 15:27

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   პრემიერ-მინისტრი კავ

უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი

17 მარტი, 2026 , 12:56

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი

17 მარტი, 2026 , 11:24

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - ამის შესახებ მედიას კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო ასპანიძემ განუცხადა.  „პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლ

ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე

17 მარტი, 2026 , 10:50

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვითარება კვლავ ძალიან რთული და საყურადღებოა. მინისტრის თქმით, ამ მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნ

თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე

9 მარტი, 2026 , 15:42

ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს, როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი