კომენტარი
დამოუკიდებელი სააგენტოს შექმნის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებული მოდელი არც ერთ ქვეყანას არ აქვს - ეკა ბესელია
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა შეაფასა და აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებული მოდელი, დამოუკიდებელი სააგენტოს შექმნასთან დაკავშირებით, არც ერთ ქვეყანას არ აქვს.
"ეს არის "ეს შენ გეხებას" პროექტში, თუმცა, ამ საკითხებზე მსჯელობა გაგრძელდება, რადგან არის განსხვავებული მოსაზრებებიც. ასეთი მოდელი არ აქვს არც ერთ ქვეყანას. შვედეთის მოდელიც, რომელიც მითითებული აქვს არასამთავრობოებს, ცოტა განსხვავებულია. არ გვინდა, რომ ექსპერიმენტები ჩავატაროთ საკუთარ ქვეყანაში. გვინდა, რომ შევქმნათ კარგი სისტემა", - განუცხადა ბესელიამ ჟურნალისტებს.
მისივე თქმით, ჯგუფში კარგი სამუშაო განწყობაა და იმედოვნებს, რომ თვის ბოლოსთვის კონკრეტული პროექტი მომზადებული იქნება.
ცნობისათვის, ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის მიზნით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა პირველ შეხვედრა დღეს დახურულ ფორმატში გამართა.
არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვენ, რომ ე.წ. მოსმენების გასაღები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოვიდეს და დამოუკიდებელ ორგანოს გადაეცეს. მესამე სექტორში აცხადებენ, რომ სუს-იდან დამოუკიდებელი ორგანოში ე.წ. გასაღების გადატანა იქნება მეტი გარანტი, რომ მისი ფლობა არ გახდეს მისი ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პარლამენტმა 31 მარტამდე უნდა შეიმუშაოს შესაბამისი სამართლებრივი ნორმები, რომლებიც ფარული მიყურადების საკითხს ეხება.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


