მსოფლიო
დამანგრეველი მიწისძვრა ტაივანში - კატასტროფას სულ მცირე 2 ადამიანი ემსხვერპლა, 200-ზე მეტი კი დაშავდა
ტაივანის ქალაქ ჰუალინში 6.4 სიმძლავრის მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 2 ადამიანი ემსხვერპლა, 200-ზე მეტი კი დაშავდა. მიწისძვრის ეპიცენტრი კუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროდან 20 კილომეტრის დაშორებით დაფიქსირდა.
მაშველებმა 150 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს სასტუმროებიდან და საცხოვრებელი სახლებიდან , რომლებიც ნაწილობრივ დაინგრა მიწისძვრის გამო.
გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს დახრილი შენობები, ადგილობრივი მედიის ცნობით, დაზიანებულ შენობებს შორისაა ჰოსპიტალიც.
ჩამოინგრა 10-სართულიანი სასტუმრო „მარშალის“ პირველი სართული და სარდაფი. 1 თანამშრომლის გამოყვანა შეძლეს, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, ნანგრევებში კიდევ 2 ადამიანი მოჰყვა.
„ვიცით, რომ იქ ხალხია, რომელიც შიგნით დარჩა - ვნახეთ სინათლე სასტუმროს შიგნით“, - უთხრა ბიბისის თვითმხილველმა ზეენა სტარბაკმა.
დაახლოებით 40 000 სახლი წყლის გარეშეა დარჩენილი, ჩაკეტილია საავტომობილო მაგისტრალები და ხიდები.
მოსახლეობა გააფრთხილეს, გაეცალოს თავის დაზიანებულ სახლებს.
დაკეტილია ოფისები და სკოლები.
გამოძახებულია ჯარი მაშველების დასახმარებლად.
ჰუალინში დაახლოებით 100 000 ადამიანი ცხოვრობს და ის პოპულარული ტურისტული ადგილია.
ტაივანში ხშირად ხდება დამანგრეველი მიწისძვრები - კუნძული ტექტონური ფილების შეხების ადგილთან ახლოს დგას.
სამაშველო სამუშაოებს განმეორებითი ბიძგები აფერხებს.
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


