კომენტარი
დახურული სხდომის ოქმი არავისთვის გადამიცია - ბესიკ ბუგიანიშვილი
ე.წ. ციანიდს საქმის მოსამართლის, ბესიკ ბუგიანიშვილის თქმით, მას დახურული სხდომის ოქმი არავისთვის გადაუცია.
როგორც მოსამართლემ ჟურნალისტებს პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა, აღნიშნულ ოქმზე წვდომა მხოლოდ მას, მდივანს, დაცვისა და ბრალდების მხარეს ჰქონდა.
„დამიბარეს პროკურატურის წარმომადგენლებმა. პატივს ვცემ სახელმწიფო ინსტიტუტებს, შესაბამისად, გამოვცხადდი სათანადო დროს, სათანადო ადგილზე და გავეცი ყველა დასმულ შეკითხვას პასუხი. კითხვები იყო იმასთან დაკავშირებით, გადავეცი თუ არა ვინმეს დახურული სასამართლო სხდომის ოქმები. არ გადამიცია სხდომის ოქმი არავისთვის, ეს გამოძიებამ უნდა გაარკვიოს.
დახურული სხდომის ოქმთან წვდომა ჰქონდა მოსამართლეს, სხდომის მდივანს, დაცვისა და ბრალდების მხარეს. მესამე პირისთვის გადაცემას მოახდენდა ან მოსამართლე, ან მდივანი, ან დაცვა, ან ბრალდების მხარე. მე დასამალი არაფერი მქონდა, მივეცი ჩვენება, რომ არაფერი გადამიცია. რა თქმა უნდა რაც მოხდა, ეს კანონდარღვევაა“,-აღნიშნა ე.წ ციანიდს საქმის მოსამართლემ.
ბესიკ ბუგიანიშვილი და სხდომის მდივანი თბილისის პროკურატურაში ე.წ. ციანიდის საქმის მასალების მედიაში გავრცელების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


