მსოფლიო
დაგეგმილი საპენსიო რეფორმის გამო ვლადიმერ პუტინის რეიტინგი კატასტროფულად დაეცა
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის რეიტინგი 10-17 ივნისის პერიოდში 62%-დან 54%-მდე დაეცა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2013 წლის შემდეგ, სანამ რუსეთი ყირიმის ანექსიას არ განხორციელებდა. ამის შესახებ ფონდი „საზოგადოებრივი აზრი“ იუწყება. ჯერ კიდევ 2018 წლის მარტში მოქალაქეთა 66% მზად იყო, პუტინისთვის მიეცა ხმა.
ფონდის ინფორმაციით, პუტინის საქმიანობის მოწონების მაჩვენებელი ბოლო 5 წელიწადში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე - 69%-მდე დაეცა. სოციოლოგების თქმით, რუსეთის ყოველი მეხუთე მოქალაქე ცუდად აფასებს პუტინის საქმიანობას.
საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საყოველთაო რუსული ცენტრის (ВЦИОМ) ცნობით, ამავე პერიოდში პუტინის საქმიანობის მოწონების მაჩვენებელი 77%-დან 72%-მდე დაეცა.
ВЦИОМ-ის პოლიტიკური ანალიზისა და კონსულტირების პრაქტიკის თავმჯდომარის, მიხეილ მამონოვის შეფასებით, მთავრობის რეიტინგზე უარყოფითად იმოქმედა ბენზინზე ფასების ზრდამ და განცხადებამ საპენსიო ასაკის გაზრდის შესახებ.
ცნობისთვის, რუსეთის ხელისუფლებამ გამოვიდა წინადადებით კაცებისთვის საპენსიო ასაკის 60-დან 65 წლამდე გაზრდის შესახებ, ხოლო ქალებისთვის - 55-დან 63 წლამდე. ასევე დააანონსეს, რომ გეგმავენ დამატებითი ღირებულების გადასახადის გაზრდას 18%-დან 20%-მდე.
გამოცხადებული საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ რუსეთის შრომის კონფედერაციამ პეტიცია გამოაქვეყნა, რომელმაც 2 მილიონზე მეტი ხელმოწერა დააგროვა.
გარდა ამისა, რუსეთის შრომის კონფედერაციამ 50-ზე მეტი განაცხადი შეიტანა საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ მიტინგების ჩატარების თაობაზე. ქვეყნის რამდენიმე ქალაქში ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მხარდამჭერები რეფორმების წინააღმდეგ აქციებს გეგმავენ.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


