კომენტარი
ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა, რომ დახლებზე ნაკლებად არის წარმოდგენილი ქართული ადგილობრივი პროდუქცია - მარიამ ქვრივიშვილი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ფასების შემცირებასთან დაკავშირებით დაწყებული პროცესის ფარგლებში გამოიკვეთა ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაც, რომ დახლებზე ნაკლებად არის წარმოდგენილი ქართული ადგილობრივი პროდუქცია.
„ეს არის ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი - ერთი მხრივ, ჩვენი ამოცანაა იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება, მეორე მხრივ, ადგილობრივი წარმოების კიდევ უფრო მეტად ხელშეწყობა, რომ დავეხმაროთ ადგილობრივ მეწარმეებს და არსებული ბარიერები ერთობლივი ძალისხმევით, კონსტრუქციული დიალოგის საფუძველზე დავძლიოთ, მოვძებნოთ სწორი ბალანსი და გამოსავალი, რომელიც საინტერესო და მომგებიანი იქნება კერძო სექტორისთვის, ამავდროულად, ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებას - საბოლოო ჯამში, უნდა მივიღოთ ის შედეგები, სადაც ჩვენი მოსახლეობის ინტერესები იქნება გათვალისწინებული“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ქვეყანაში არსებულ თავისუფალ საინვესტიციო და ბიზნესგარემოს. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, 2012 წლიდან დღემდე არ არსებობს არც ერთი ფაქტი, როდესაც თუნდაც ერთი კომპანია იტყვის, რომ მასზე რაიმე ზეწოლა ხორციელდებოდა.
„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ყველაზე მეტი კავშირი აქვს კერძო სექტორთან, ბიზნესის წარმომადგენლებთან და ჩვენი მთავარი ამოცანაა, მაქსიმალურად გვერდში დავუდგეთ, ხელი შევუწყოთ ბიზნესს იმისთვის, რომ მათთან ერთად ყოველწლიურად გავზარდოთ ქვეყნის ეკონომიკა“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


