მსოფლიო
ჩვენმა მეგობრებმა იციან, რომ მათ შეუძლიათ აშშ-ის იმედი ჰქონდეთ - ნიკი ჰეილი
აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში ნიკი ჰეილი გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პირველ ყოველწლიურ სიტყვით გამოსვლას კონგრესში.
„დღეს პრეზიდენტმა გარკვევით განაცხადა, რომ ამერიკა კვლავ ლიდერია. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ქვეყანა გაცილებით ძლიერია მაშინ, როდესაც მკაფიო გადაწყვეტილებებს ვიღებთ, რაც, უპირველეს ყოვლისა, ამერიკელების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“, -თქვა ჰეილიმ.
გაეროში აშშ-ის ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ „პირველად, დიდი ხნის განმავლობაში, ჩვენმა მეგობრებმა იციან, რომ მათ შეუძლიათ აშშ-ის იმედი ჰქონდეთ, ხოლო ჩვენმა მტრებმა კი იციან, რომ გასაქანს არ მივცემთ, აშშ-ის ინტერესს საფრთხე შეუქმნან“.
ჰეილის მტკიცებით, ამერიკისთვის ახალი დღე დადგა.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


