კომენტარი
ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი საფრთხეს ვერ აღიქვამს და, შესაბამისად, ვერც აფასებს - მამუკა არეშიძე
სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი საფრთხეს ვერ აღიქვამს და, შესაბამისად, ვერც აფასებს, – აცხადებს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ტერორიზმის საფრთხესა და საზოგადოებაში არსებულ განწყობაზე საუბრისას.
„სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი საფრთხეს ვერ აღიქვამს და, შესაბამისად, ვერც აფასებს… მეტიც, არსებობს ჯგუფები, რომლებიც განზრახ იქცევიან ასე, იმიტომ, რომ მუშაობენ გარკვეული პოლიტიკური ძალების სასარგებლოდ, დაკავშირებული არიან კონკრეტულ რელიგიურ ჯგუფებთან, მათი ნაწილი, შესაძლოა, ქვეყნის გარედანაც იმართება… შესაბამისად, მათ ვიწრო ინტერესებს არ შეესაბამება იმ რეალურ საფრთხეზე ყურადღების გამახვილება, რომელიც საქართველოსა და მთელი რეგიონის წინაშე დგას, არადა, მშვენივრად იციან, რაშიც არის საქმე“, –აცხადებს არეშიძე.
აქვე, ექსპერტი დაჭრილი მაჩალიკაშვილის მკურნალობის საკითხზე ¬ ავსტრიის პოზიციას გამოეხმაურა.
„მინდა, გავიხსენო ავსტრიული წყარო¬ებით გავრცელებული ინფორმაცია, რომ დაჭრილი მაჩალიკაშვილის მკურნალობაზე¬ ავსტრიამ უარი ქვეყნის შს მინისტრის გადაწყვეტილებით თქვა. ეს არ გამკვირვებია… გაგახსენებთ, თქვენი გაზეთ¬ის ფურცლებიდან ვთქვი, რომ ნოემბრის სპეცოპერაციის პარალელურად ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა ავსტრიაშიც, რომელიც თითქმის ერთი კვირა გაგრძელდა. დაკავებულთა შორის ორი ჩეჩენიც იყო. შესაბამისად,
როდესაც ავსტრიელებმა მაჩალიკაშვილის მიღებაზე უარი თქვეს, ეს პოლიტიკური კონიუნქტურით კი არ იყო გამოწვეული, არამედ მართლა ხიფათთან იყო დაკავშირებული“, –აღნიშნავს არეშიძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


